LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა განახლდება ბათუმის ბულვარში – ტურისტული სეზონისთვის მზადება დაიწყო

136

ბათუმის ახალ ბულვარში, ტურისტული სეზონისათვის მოსამზადებელი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მიმდინარეობს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კაპიტალური სამშენებლო სამუშაოები ახალი ბულვარის ტერიტორიაზე რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება:

  1. ახალ ბულვარში დაზიანებული ფილების გამოცვლა, ბორდიურების, წვივმიმღები ჭების მოწყობა და არსებული გრანიტის ფილების მონტაჟი.
  2. აღნიშნულ ტერიტორიებზე, რეაბილიტაცია 30 000 კვ.მ მოცულობის სასეირნო ბილიკსა და მიწისქვეშა კომუნიკაციებს ჩაუტარდება. ბილიკები გრანიტის ფილებითა და ბაზალტის ბორდიურებით კეთილმოეწყობა.
  3. სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება. პირველი ეტაპი – მიმდინარე წლის 12 ივნისის ჩათვლით, ამფითეატრის მოედნიდან მეჯინისწყლის ხიდამდე. მეორე ეტაპი- 2018 წლის 01 ოქტომბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით, მეჯინისწყლის ხიდიდან კაჩინსკის ქუჩის მოსახვევამდე.

აღსანიშნავია, რომ პროექტი ბათუმის ბიუჯეტიდან 2 041 884 ლარით ფინანსდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია “მონოლითი 2005” ახორციელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები