LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა განიხილა საქართველოს პრემიერმა დავოსში საერთაშორისო კომპანიებთან?

105

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დავოსში ინვესტორებთან საქმიან შეხვედრებს მართავს.

უკვე გაიმართა შეხვედრა საერთაშორისო კომპანია Libra Group-ის (The Libra Group) თანამფლობელ, ნიკოლას ლოგოტეტისთან. გიორგი კვირიკაშვილმა მას საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ტურიზმის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივებს.

Libra Group-ი ძირითადად ორიენტირებულია შემდეგ სფეროებზე: ავიაცია, ენერგეტიკა, საფინანსო სექტორი, სასტუმროები და უძრავი ქონება.

პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ტურისტული პოტენციალი გააცნო თურქული კომპანია Limak-ის წარმომადგენლებსაც. შეხვედრა გიორგი კვირიკაშვილსა და უმსხვილესი თურქული კომპანიის თავმჯდომარეს, ებრუ ოზდემირს შორის გაიმართა.

 

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოში ტურიზმის განვითარების საკითხები იყო.ითქვა, რომ საქართველო ტურისტულად მიმზიდველი ქვეყანაა, რასაც ადასტურებს უცხოელ ვიზიტორთა რიცხვის მნიშვნელოვანი ზრდა. აღნიშნულ კონტექსტში, საუბარი შეეხო დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მნიშვნელობას.

კომპანია Limak-ი ძირითადად ტურიზმისა და ენერგეტიკის სფეროებით არის დაინტერესებული. კომპანია ახორციელებს პროექტებს აეროპორტების, პორტების, საავტომობილო გზების მშენებლობასა და მათ მართვაში. ამასთან, კომპანია ფლობს სასტუმროთა ქსელს თურქეთის კურორტებზე.

საქართველოს პრემიერმა დავოსში კლიმატური ცვლილებები და ენერგოუსაფრთოების საკითხებიც განიხილა ქარის ტურბინების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიის Vestas Wind Systems- ის (Vestas) აღმასრულებელ დირექტორთან, ანდერს რუნევადთან. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა საქართველოს ჰიდროენერგეტიკულ პოტენციალსა და განახლებადი ენერგიის შესაძლებლობებზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს განახლებადი ენერგიის პროექტებში ახალი ინვესტიციების მიმართვის მნიშვნელობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები