LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა გართულებებს იწვევს არასწორად შერჩეული ფეხსაცმელი

529

ხშირად, ქალბატონები ზურგის ტკივილს უჩივიან და წარმოდგენაც არ აქვთ, რომ არასასიამოვნო შეგრძნებას არასწორად შერჩეული ფეხსაცმელი იწვევს.

მოუხერხებელი ფეხსაცმლის სისტემატიურად ტარება ნეგატიურად აისახება ჯანმრთელობაზე, რადგან როცა ადამიანი წელშია გამართული დატვირთვა სახსრებსა და კუნთებზე თანაბრია, იმ შემთხვევაში კი, თუ სხეული არასწორ მდგომარეობაშია, ზეწოლა არათანაბრად ნაწილდება. შედეგად, ჯერ ფეხის კუნთები იძაბება, მერე კი, არასასიამოვნო შეგრძნება ზურგს და კისერს გადაეცემა.

ფეხსაცმელი წვრილ ქუსლზე  – წვრილქუსლიანი ფეხსაცმლის ტარებისას იცვლება სხეულის მდგომარეობა, სიმძიმის ცენტრი წინ გადადის, შეუძლებელი ხდება  ბარძაყებისა და ხერხემალს ჰორიზონტალურ ხაზზე შენარჩუნება და რაც უფრო მაღალია ქუსლი, მით უფრო შესამჩნევია დისბალანსი. გარდა ამისა, ამგვარი ფეხსაცმლის ყოველდღიური ტარებისას მწვავდება ხერხემალთან დაკავშირებულ პრობლემები და ზედმეტად იტვირთება ტერფის წინა ნაწილი, რომელიც დროთა განმავლობაში მკვრივდება, იწყება თითებისა და ფრჩხილების დეფორმაცია.

ფეხსაცმელი 5-სმ-იან ქუსლზე – ზედმეტად მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის მოყვარულ ქალბატონებს, ხშირად აწუხებთ ართრიტი, ართროზი და უჩნდებათ კოჟრები, კუნთების სისტემატური დაძაბულობით კი, ირღვევა სისხლის მიმოქცევის პროცესი, რაც თავის მხრივ ვენების ვარიკოზული დაავადების მიზეზი ხდება.

ფეხსაცმელი სწორ ძირზე (ე.წ. „ბალეტკები“) – სწორ ძირზე ფეხსაცმლის ტარებისას, სხეული კარგავს საყრდენს, სწრაფად იღლება ფეხი და ჩნდება ტკივილის არასასიამოვნო შეგრძნება.

კედები – სპეციალური საფენების წყალობით თავისუფლად შეიძლება კედის ჩვეულებრივ ფეხსაცმლად ქცევა. მართალია, ამგვარი საფენი სრულფასოვნად ვერასდროს ჩაანაცვლებს ქუსლს, მაგრამ ამორტიზაციის წყალობით ბევრად კომფორტულია სიარული და ფეხიც ნაკლებად იღლება.

ფლოსტები (ე.წ. „შლოპანცები“) – როცა ქუსლი არაა დაფიქსირებული,  სიარულის დროს ტერფი და თითები იძაბება. ფლოსტებით სიარული მხოლოდ მოკლე დისტანციაზე შეიძლება, მისი ხანგრძლივი ტარება კი, ზურგის და წელის, ხშირად კისრისა და თავის ტკივილსაც იწვევს.

საუკეთესო ფეხსაცმელი – ყოველდღიური ტარებისთვის ყველაზე მოსახერხებელი – ფეხსაცმელია 2-3 სმ-იან ქუსლით, რომელიც თანაბრად ანაწილებს დატვირთვას საყრდენ-მამოძრავებელ აპარატზე. საუკეთესო ვარიანტი ამ შემთხვევაში სპორტული ფეხსაცმელია (ე.წ. „ბოტასია“), რომელიც ერთდროულად მოსახერხებელიცაა და უნივერსალურიც.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები