LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა გავლენას ახდენს კვერცხი ადამიანის ჯანმრთელობაზე

348

თანამედროვე დიეტოლოგების კვლევები ამტკიცებენ, რომ კვერცხის მირთმევა ყველასთვის აუცილებელია. მხოლოდ დიაბეტით და ალერგიით დაავადებულებმა უნდა შეიკავონ თავი მისი მიღებისგან, დანარჩენებისთვის კი, ეს პროდუქტი მართლაც უძვირფასესია!

ზოგი თვლის, რომ ქოლესტერინით მდიდარი კვერცხი ღვიძლისთვის მძიმე პროდუქტია, დიეტოლოგების აზრით კი, ამგვარი მოსაზრება მცდარია. აუცილებლად შეიტანეთ კვერცხი თქვენს ყოველდღიურ რაციონში, რადგან…

  1. კვერცხი ადვილად მონელებადი პროდუქტია

კვერცხის ცილა, რომელსაც ორგანიზმი 98%-ით ითვისებს მშვენიერი ”სამშენებლო მასალაა” ახალი უჯრედებისთვის. აუცილებელია კვერცხის მირთმევა კუნთოვანი მასის გასაზრდელად და მის ჯანნმრთელ მდგომარეობაში შესანარჩუნებლად.

დღეში ერთი კვერცხის მიღება დაგეხმარებათ წონის დაკლებაში, რადგან  ცილებით მდიდარი პროდუქტი ხელს უწყობს სწრაფ დანაყრებას,  შიმშილის გრძნობის შემცირებას და კარგ მეტაბოლიზმს. განსაკუთრებით სასარგებლოა კვერცხის საუზმეზე მირთმევა, რაც დაგეხმარებათ აკონტროლოთ შიმშილის ჰორმონი -გრელინი, არ მიიღოთ ზედმეტი საკვები და იგრძნოთ თავი მხნედ მთელი დღის განმავლობაში.  

  1. კვერცხი მდიდარია ვიტამინებით

კვერცხი სასარგებლო ვიტამინების მთელ ნაკრებს – А და D ვიტამინებს, ფოსფორს და რკინას, იოდს, რეტინოლს და ცინკს შეიცავს. მიირთვით კვერცხი ყოველდღე და დიდი ხნით შეინარჩუნებთ კარგ მხედველობას, რადგან ანტიოქსიდანტი ლუტეინი დაიცავს თვალის კუნთს ასაკობრივი დეგენერაციისგან, А ვიტამინი კი, დაგიცავთ ”ქათმის სიბრმავისგან”.

  1. კვერცხი დაგიცავთ ოსტეოპოროზისგან

თოხლოდ მოხარშული კვერცხი – მაგარი ძვლების გარანტიაა! სუსტი ძვლების პრობლემა ბევრს აწუხებს, განსაკუთრებით,  40 წელს გადაცილებულ ქალბატონებს, ამიტომ მიირთვით კვერცხი და თავიდან აიცილეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.   

  1. კვერცხი გონებას კვებავს

კვერცხი ხოლინს – გონების მკვებავ სუპერპროდუქტს შეიცავს. აუმჯობესებს მეხსიერებას, შემოქმედებით აზროვნებას და სწრაფ რეაქციას გამაღიზიანებლებზე. მათთვის, ვინც გონებრივად მუშაობს, კვერცხი შეუცვლელი პროდუქტია. თუ ბავშვს სამი წლის შემდეგ არ აღმოაჩნდა ალერგია, ძალიან მნიშვნელოვანია იყოს მის ყოველდღიურ რაციონში კვერცხი, რაც დაეხმარება მის გონებას სწორ განვითარებაში და ჯანმრთელი ჰორმონალური ფონის ჩამოყალიბებაში.

  1. კვერცხი ამცირებს ათეროსკლეროზის რისკს

კვერცხის მირთმევის შემდეგ ქოლესტერინი სხეულში არ მატულობს, რადგან კვერცხის ქოლესტერინი ფოსფატიდებითაა (ლეციტინის მსგავსი ნაერთები) დაბალანსებული, რომლებიც თავის მხრივ ხელს უშლიან ათეროსკლეროზული უჯრედების წარმოშობას სისხლძარღვებში.

მიირთვით კვერცხი ცხიმის (ზეთის, კარაქის) გარეშე და 100%-ით დაცული იქნებით ღვიძლის დაავადებებისგან. მიაქციეთ ყურადღება კვერცხის ნაჭუჭს – თუ ის თხელია და ადვილად იმტვრევა, ე.ი. მცირეა მისი კვებითი ღირებულება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები