LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა გაზრდის საქართველოს ეკონომიკას – გიორგი გახარია განმარტავს

56

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია ვარაუდობს, რომ მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 4.5%-ის ფარგლებში იქნება.

როგორც გახარიამ განაცხადა, აღნიშნული ვარაუდის საფუძველს ერთი მხრივ, აძლევს ის აქტივობები, რაც კერძო სექტორშია, ასევე ის კაპიტალური ხარჯები, რომელსაც სახელმწიფო ეწევა.

“ასევე ის ტენდენციები, რომლებიც გვაქვს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით და ის გაჯანსაღება, რაც საექსპორტო ბაზარზეა. ექსპორტი იზრდება საკმაოდ კარგად, შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ეს იქნება ძირითადი მაჩვენებლები, რომლებიც მოგვცემს საშუალებას, რომ ეკონომიკური ზრდა იყოს 4.5%-ის ფარგლებში”, – განაცხადა გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები