LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა გინდოდათ წვენებში?! – რომან გოცირიძე ფინანსთა მინისტრობის კანდიდატს მიმართავს

94

ტელეფონებში ხართ და რა გინდოდათ წვენებში -ასე მიმართა “ნაციონალურო მოძრაობის” წევრმა, რომან გოცორიძემ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატს, ივანე მაჭავარიანს.

“თქვენ 21 წელი მუშაობთ ჯეოსელში. ხართ კარგი სპეციალისტი. სხვა ტიპის ცოდნა გაქვთ, ვისი რეკომენდაციით ინიშნებით? საიდან მოუვიდა იდეა პრემიერს, რომ ჯეოსელის მენეჯერი წამოეყვანა აქ? ეს იგივეა ალპინისტი რომ ხართ და მცურავობა შემოგთავაზონ. რატიმ რისკავთ კარგ პეოფესიულ საქმიანობას და რამდენად დამოუკიდებელი შეგიძლიათ იყოთ ბიძინასგან?”- მიმართა გოცირიძემ მაჭავარიანს.

ივანე მაჭავარიანი 1997 წლიდან “თელია სონერას” ჯგუფში შემავალ კომპანია “ჯეოსელში” მუშაობდა. სატელეკომუნიკაციო კომპანიაში მისი კარიერა სუპერვაიზერის თანამდებობაზე დაიწყო,  2001 წლიდან კი, იყო ფინანსური დაგეგმარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი. 2013 წლიდან იკავებდა კომერციული დირექტორის თანამდებობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები