LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა გვარი აქვთ ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრებს

3258

1917 წლამდე ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები გვარს საერთოდ არ იყენებდნენ. მეფე ჯორჯ მეხუთემ კი 1917 წელს სამეფო გვარად უინძორი დააწესა.

1947 წელს პრინცესა ელისაბედი ცოლად გაჰყვა ბერძენ პრინცს ფილიპ მაუნტბატენს. რამდენიმე წლის შემდეგ ელისაბედის მამა გარდაიცვალა, პრინცესა დედოფალი ელისაბედ II გახდა. მაუნტბატენს კი ედინბურგის ჰერცოგი ფილიპი ეწოდა.

1960 წელს ელისაბედმა და ფილიპმა გადაწყვიტეს, რომ მათი შთამომავლები მაუნტბატენ-უინძორები იქნებოდნენ.

არის ერთი გამონაკლისიც – სამეფო ოჯახის ნებისმიერ წევრი წოდებით „მისი სამეფო უდიდებულესობა პრინცი“, ან „მისი სამეფო უდიდებულესობა პრინცესა“, გვარის დასახელებას სულაც არ საჭიროებს. მაუნტბატენ-უინძორს მხოლოდ მაშინ გამოიყენებენ, როდესაც ოფიციალურად დასჭირდებათ, მაგალითად – დედოფლის ქალიშვილმა, პრინცესა ანამ ეს გვარი საქორწინო სერტიფიკატისთვის გამოიყენა 1973 წელს.

თუმცა, სამეფო ოჯახის ზოგი წევრი ოჯახის ტერიტორიის აღმნიშვნელ სიტყვას იყენებს. მაგალითად – როდესაც პრინცი უილიამი და ჰარი სამხედრო სამსახურში იყვნენ, ისინი იყვნენ უილიამ უელსი და ჰარი უელსი, რადგან მათი მამა უელსის პრინცია. პრინცესა ეუჯენი და ბეატრისი უეჯენი იორკი და ბეატრის იორკები არიან, რადგან მათი მამა, პრინცი ენდრიუ იორკის ჰერცოგია.

სამეფო ოჯახში სხვა გვარებითაც სარგებლობენ. პრინცესა ანას შვილებმა გვარად საკუთარი მამის სახელი აიღეს, ფილიპსი. ესექსელი პრინცი ედვარდის შვილი კი მხოლოდ უინძორია, მაუნტბატენის გარეშე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები