LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ჯდება საქართველოში შინაური ცხოველის ყოლა?

162

შინაური ცხოველების ან ფრინველების მეპატრონეები, მათი მოვლისთვის დაახლოებით, 38 ლარს ხარჯავენ, – ამის შესახებ ACT Georgia-ს კვლევაშია ნათქვამი.

“ეისითის” მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად ასევე, აღმოჩნდა, რომ თბილისის მოსახლეობის 20%-ს შინაური ცხოველი ან ფრინველი ჰყავს.

მათ შორის ყველაზე გავრცელებულია ძაღლი (60%). აღსანიშნავია, რომ პოპულარობით მეორე ადგილზე არა კატა (10%), არამედ თუთიყუშია (28%).

კვლევა 2017 წლის იანვარში შემთხვევითი შერჩევის გზით, 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის ჩატარდა. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4.9%-ს. კვლევის მეთოდან კი პირისპირ ინტერვიუ გამოიყენეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები