LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა კერძები იქნება მესის ქორწილში: ადგილი, სადაც ღონისძიება ჩატარდება (ვიდეო)

53

ლიონელ მესის ქორწილის მენიუ, სადაც ბევრი ხორცი იქნება.

ახალდაქორწინებულები სტუმრებს დელიკატესებით გაუმასპინძლდებიან.

„ბარსელონას“ ვარსკვლავი 30 ივნისს ანტონელა როკუცოზე ჯვარს დაიწერს. საზეიმო ღონისძიება მესის მშობლიურ ქალაქ როსარიოში გაიმართება. მიწვეულები არიან „ბარსელონას“ ყველა ფეხბურთელი, მათ შორის ლეოს ყოფილი თანაგუნდელები. ელოდებიან დიეგო მარადონასაც.

სტუმრებს მისცემენ მენიუს, საიდანაც თითოეული მისთვის სასურველ კერძებს აირჩევს. თავდაპირველად სტუმრებს ცივ მისაყოლებლებს შეთავაზებენ (სხვადასხვა ლორი, ყველი, პაშტეტი), შემდეგ ძირითად კერძებს შეიტანენ: არგენტინული სტეიკი, სანელებლიანი ძეხვი, დაბეგვილი ქათმის ხორცი და უამრავი სხვა.

მესის ქორწილს უსაფრთხოების 200 თანამშრომელი დაიცავს.

ლეო და ანტონელას ურთიერთობა 2008 წლიდან აქვთ. წყვილს ორი ბიჭ ყავთ – ტიაგო და მატეო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები