LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ხარვეზები აქვს პროგრამას ”აწარმოე საქართველოში”?

71

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ პროგრამის ”აწარმოე საქართველოში” შეფასება და მონიტორინგი ჩაატარა. მონიტორინგი პროგრამის ეფექტიანობის შეფასებას და ხარვეზების გამოვლენას ითვალისწინებდა.

როგორც ”ფორტუნას” ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ნინო ნაცვლიშვილმა განუცხადა, გამოიკვეთა ფინანსური მხარდაჭერის კომპონენტთან დაკავშირებული საკითხების რევიზიის და ოპტიმიზაციის საჭიროება.

”მეწარმეების მხრიდან დაისვა სამი ძირითადი პრობლემური მიმართულება: ეს არის თანადაფინასების პერიოდი, ვინაიდან პროგრამა მეწარმეებს მხარში უდგება ორი წლის მანძილზე, მათი მხრიდან დაისვა საკითხი – შეიძლება თუ არა ამ პერიოდის გაზრდა. ისინი უფრო დიდ დროს ითხოვენ,” – განუცხადა ”ფორტუნას” ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, კიდევ ერთი პრობლემური საკითხი სესხის დოლარში გაცემაა, რაც ლარის გაუფასურების შემდეგ, ბიზნესს მძიმე ტვირთად დააწვა.

მონიტორინგის შედეგად ასევე გამოვლინდა, რომ უნდა გაძლიერდეს ტექნიკური დახმარებისა და საკონსულტაციო მომსახურების კომპონენტი.

”გამოიკვეთა, რომ აუცილებელია ამ კომპონენტის მეტი პოპულარიზაცია. მეწარმეების მხრიდან მოთხოვნა ძალიან დიდია, სჭირდებათ კონსულტაციები, ტექნიკური დახმარება. ასეთი მომსახურება არსებობს და როგორც ჩანს, მათამდე ამ ინფორმაციის მიწოდება მოიკოჭლებს” – აღნიშნა ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ანალიტიკოსმა.

გარდა ამისა, ორგანიზაციაში საინფორმაციო კამპანიის სტრატეგიის შეცვლის აუცილებლობაზეც საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ მეტი ფოკუსირება მიზნობრივ აუდიტორიაზე უნდა გაკეთდეს.

”გამოვლინდა, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია ატარებდა გარკვეულწილად საიმიჯო ხასიათს და გამოიწვია რიგი გაუგებრობები. გასული რეკმალებით, მეწარმეებს გადაჭარბებული მოლოდინები ჰქონდათ შექმნილი პროგრამასთან დაკავშირებით” – აცხადებენ ორგანიზაციაში.

კიდევ ერთი შენიშვნა დაფინანსების ქვედა ზღავრს უკავშირდება, თუმცა, ამ ზღვარმა მარტში 150 ათასიდან 75 ათას დოლარამდე  უკვე დაიწია.

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ პროგრამის მონიტორინგი გასული წლის სექტმებერში დაიწყო, გუშინ კი შუალედური რეპორტი მეწარმეებს წარუდგინა. ორაგნიზაციის ანალიტიკოსებმა პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარები, ჩართული საბანკო რისკ-მენეჯერები და ექსპერტები გამოკითხა.

სახელმწიფო პროგარამა ”აწარმოე საქართველოში” 2014 წლის ზაფხულში ამოქმედდა. მისი მიზნად განისაზღვრა ქვეყანაში მეწარმეობის განვითარება და მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები