პროდუქტებზე ფასების ზრდით უკმაყოფილო მოსახლეობა ირანში 28 დეკემბერს ქუჩაში გავიდა. სოციალური მოთხოვნებით პროტესტი მალე პოლიტიკურ მოთხოვნებში გადაიზარდა. ბოლო მონაცემებით საპროტესტო გამოსვლების დროს მომხდარი შეტაკებების შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა, 450 კი დაკავებულია. ვინაიდან, ირანში მედია საკმაოდ შეზღუდულია, უცხოურ მედიასაშუალებებს უჭირთ ინფორმაციების გადამოწმება.
საპროტსტო აქცია, მაშჰადში, შიიტ მომლოცველთა ქალაქში დაიწყო. შემდეგ კი აქციებმა მინიმუმ 50 ქალაქი მოიცვა, მათ შორის დედაქალაქი თეირანი. საინტერესოა, რომ გამოსვლები ძირითადად, თეირანში იწყება ხოლმე, თუმცა, ამჯერად, ესე არ მოხდა, ვხედავთ დაბალი კლასის გამოსვლებს.
რაზე მიუთითებს ეს ყველაფერი, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, ამაზე “ფორტუნასთან” პოლიტოლოგმა გია ნოდიამ ისაუბრა.
გია ნოდია: ირანში უკმაყოფილება ძლიერია და ის არის არა მხოლოდ ელიტაში, არამედ უბრალო ხალხში, ანუ აქ, როგორც თქვით, მნიშვნელოვანია პროტესტების გეოგრაფია იმიტომ, რომ ირანის მრავალ სხვადასხვა ნაწილში იყო და თეირანში კონცენტრირებული არ ყოფილა. მეორე მნიშვნელოვანი სიახლეა ლოზუნგების რადიკალურობა. გასაგებია, რომ ეკონომიკურით დაიწყო, როგორც ხშირად იწყება, მაგრამ პოლიტიკური ლოზუნგები იყო მიმართული მთლიანად თეოკრატიული სისტემის წინააღმდეგ, იყო გარკვეული ნოსტალგია შაჰის რეჟიმზე, ანუ ძალიან რადიკალური დაპირისპირება იყო პოლიტიკურ რეჟიმთან.
მეორე მხრივ, თითქოს ძლიერი ტალღა იყო პროტესტების, მაგრამ საკმაოდ სწრაფად ჩაქრა, რაც ერთი მხრივ მიუთითებს იმაზე, რომ რეპრესიული მანქანა საკმაოდ ძლიერია, ანუ ირანი საკმაოდ ძლიერი სახელმწიფოა. უკმაყოფილება არსებობს, მაგრამ ამ რეჟიმს მომხრეებიც ჰყავს, საზოგადოებაშიც აქვს დასაყრდენი და რეპრესიული აპარატიც ძლიერი აქვს.
გარდა ამისა, გარკვეული სისუსტეა საპროტესტო მოძრაობის ის, რომ არა აქვს ერთი გამაერთიანებელი თემა, არ არსებობს ძლიერი ორგანიზაცია. დასაწყისში რელიგიური კონსერვატორებიც იყვნენ დაპირისპირებული ხელისუფლებასთან, ვთქვათ, ახმადინეჯადი დააპატიმრეს, მეორე მხრივ არიან სეკულარული ძალებიც. გასაგებია, რომ საერთო მოწინააღმდეგე არის პოლიტიკური რეჟიმი, მაგრამ არ არსებობს რაღაც ერთიანი პლატფორმა, ესეც არის ოპოზიციის სისუსტე.
გია ნოდია: ეს არის სწორედ გაურკვეველი და ესაა ამ მოძრაობის სისუსტე. ხალხის დიდი ნაწილი უკმაყოფილოა რეჟიმით, მაგრამ არ არის ნათელი წარმოდგენა, ვინ არის ალტერნატივა. გაურკვევლობა ალტერნატივის თაობაზე შემაფერხებელი ფაქტორია იმისთვის, რომ უფრო მეტი ხალხი შეუერთდეს საპროტესტო მოძრაობას.
გია ნოდია: რა თქმა უნდა, პროტესტი ძალიან შემაშფოთებელია ირანის ხელისუფლებისთვის, ეს ნიშნავს, რომ შეიძლება, დღეს დამშვიდდა სიტუაცია და ხვალ და ზეგ ისევ აფეთქდეს და უფრო დიდი მასშტაბით. ამის წინასწარმეტყველება ძნელია. ასეთი ტალღა იყო 2009 წელს, გავიდა 8 წელი. ასე რომ, დიდი ალბათობაა, რომ განმეორდეს, მაგრამ როდის, გაისად თუ ათი წლის შემდეგ, ამის თქმა ძალიან ძნელია.
გია ნიდია: ჯერ-ჯერობით ამ მასშტაბით, რაც მოხდა, დიდ გავლენას მაინცდამაინც ვერ მოახდენს იმიტომ, რომ წარმატებული არ იყო ეს პროტესტი, შედეგებისთვის არ მიუღწევია. ამიტომ მაგალითად ვერ გამოდგება სხვა ქვეყნებისთვის. მეორე მხრივ, რეჟიმი ისე არ დაუსუსტებია, რომ მან საგარეო პოლიტიკა შეცვალოს. თუმცა, პროტესტის ერთ-ერთი ნაწილიც იყო, რომ ირანი ზედმეტად ერევა სხვა ქვეყნების ცხოვრებაში, ზედმეტად აქტიურია რეგიონში და საკუთარ ქვეყანას მიხედოს, “რა გინდათ სხვაგან, სირიაში და ასე შემდეგ” – ეს მოტივები იყო, მაგრამ ეს არ იყო საკმარისად ძლიერი იმისთვის, რომ ხელისუფლებამ შეისმინოს და ნაკლებად აქტიური პოლიტიკა აწარმოოს. ამიტომ ეს მნიშნელოვან გავლენას ირანის ზოგად საგარეო პოლიტიკაზე ვერ მოახდენს.
თაკო ივანიაძე
ახალი ამბები / მსოფლიო /
|10 იანვარი, 2018
|მაია ასათიანი „მხოლოდ ქართულზე“ თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა – „რეკორდი მოვხსენით!..“ (ფოტოები)
ნიკა გვარამია: „მხოლოდ ქართულს“ – 21%, „იქს ფაქტორს“ – 13,6%“
მარიამ ვაშაძისა და ვანო ბენიძის ზღაპრული თაფლობის თვე (ფოტოები)
ქეით მიდლტონმა პრინცესა დაიანას პატივსაცემად წითელი ფერის კაბა აირჩია (ფოტო)
„ხალხი ჰოლის წინაღმდეგ“ – როგორია გუდაურის ტრაგედიის ამერიკული პრეცედენტი