LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ხდება კატალონიაში? – ფოტოები

101

ესპანეთის პოლიცია კატალონიაში საარჩევნო უბნებზე შეიჭა, სადაც ესპანეთის ხელისუფლების მიერ აკრძალული რეფერენდუმი მიმდინარეობდა.

პოლიციამ უბნები შტურმით აიღო, ხალხთან შეტაკებისას კი რეზინის ტყვიები გამოიყენა.

დაშავებულია 38 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ მსუბუქი ფორმის დაზიანებები აღენიშნებათ.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გააკეთა კატალონიის მეთაურმა კარლეს პუიჩდემონმა.

მისი თქმით, აქტივისტებისა და რეფერენდუმში მონაწილეობის მსურველი კატალონიელების წინააღმდეგ რეზინის ხელკეტების გამოყენება „გაუმართლებელი ძალადობაა“.

ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ამტკიცებს, რომ ხალხი პოლიციელებს ნივთებს ესროდა. მისი თქმით, დაშავდა 11 პოლიციის ოფიცერი.

“ფორტუნა” ევრონიუსის მიერ გავრცელებულ ფოტოებს გთავაზობთ:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები