LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ხდება მუნდიალზე მოედანს მიღმა: ფეხებზე მკიდია მარადონა, ფულის არგადამხდელი ბუტჩერი და იაპონიის პრინცესა

62

დიეგო მარადონამ რასისტული ჟესტი გააკეთა კორეელი ფანების მიმართ.
ლოჟაში მჯდომი ლეგენდის მიმართ რამდენიმე კორეელი ქომაგი უბრალოდ ყვიროდა „დიეგო“. საპასუხოდ ფეხბურთის ღმერთმა გაუღიმა, კოცნა გაუგზავნა და ხელი დაუქნია. შემდეგ კი თვალები გაიწელა – აშკარა რასისტული ჟესტია. ასეთი რამ აცნობა ВВС-ის ჟურნალისტმა ტვიტერში.
მარადონამ ფეისბუქით იმართლა თავი.
ბევრი ცდილობდა ჩემით აღფრთოვანების გამოხატვას. ჩემი ყურადღება კი მიიპყრო ადამიანთა ჯგუფმა აზიელი ბიჭის გარშემო, რომელიც ფოტოს გვიღებდა. მას არგენტინის მაისური ეცვა. მე შევეცადე შორიდან მეჩვენებინა თუ როგორი სასიამოვნოა, რომ აზიაშიც კი გვქომაგობენ. სულ ეს არის.

მარადონას სკანდალი სულ ეს არ არის.
რუსეთის სტადიონებზე მოწევა აკრძალულია. ორგანიზატორებმა პირდაპირ თქვეს, ტურნირი თავისუფალია თამბაქოს კვამლისგან. თუმცა მარადონას სულ ცალ წიხლზე კიდია წესები. ის თავისი ტრადიციული სიგარათი ფოტოგრაფებმა მარტივად დააფიქსირეს.

 

ინგლისის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა კეტჩუპის ფული არ გადაიხადა.
ტერი ბუტჩერი ინგლისის ტელევიზიაში ექსპერტად მუშაობს. ის მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში შევიდა და კარტოფილი-ფრი და სალათი შეუკვეთა.
„რაღაც მაგარი კარტოფილი შემხვდა და კეტჩუპის მოტანა ვთხოვე. მერე ყავა და კოლა დავლიე. მაგრამ როდესაც ჩეკი მივიღე, ვიკითხე: ეს რისთვის? მითხრეს, ეს კეტჩუპის საფასურია“.
ამის შემდეგ ყოფილ ფეხბურთელსა და ოფიციანტს შორის სიტყვიერი გაწევ-გამოწევა წავიდა.
ბუტჩერი ამტკიცებდა, რომ კეტჩუპი მენიუში არ იყო და მის საფასურს არ გადაიხდიდა. რესტორანში საპირისპიროს უმტკიცებდნენ, მაგრამ პრინციპულმა ინგლისელმა თავისი გაიტანა და ბოლოს კეტჩუპი ჩეკიდან ამოშალეს.
ბუტჩერი ინგლისის ნაკრებში 1980-90 წლებში გამოდიოდა.

 

იაპონიის პრინცესა ხისაკო ტაკამადო რუსეთში ჩავა. ვიზიდი დღეს არის დაგეგმილი კოლუმბიასთან მატჩამდე ერთი დღით ადრე. 21 ივნისს პრინცესა იაპონიის ნაკრების საწვრთნელ ბაზას ესტუმრება, ხოლო 23-ში ყაზანში სენეგალთან მატჩს ნახავს.
ეს იქნება იაპონიის საიმპერატორო ოჯახის წევრის პირველი ვიზიტი თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ. ბოლოს ასეთი რამ 1916 წელს მოხდა პირველი მსოფლიო ომის დროს.
64 წლის ტაკამადო მსოფლიო ჩემპიონატებზე 1998 წლიდან მუდმივად დადის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები