LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ხდება მუნდიალზე მოედანს მიღმა: ფეხზე მდგომი ქომაგი, მოტყუებული ფანი და ხალხში შევარდნილი ტაქსისტი (ვიდეო)

46

რამდენიმე შვეიცარიელი გულშემატკივარი ავტომობილით დონის როსტოვში მიდიოდა თავისი გუნდის ბრაზილიასთან შეხვედრაზე, მაგრამ ლამის საომარი მოქმედებების ზონაში აღმოჩდნენ. ნავიგატორმა მათ გზა დონეცკის გავლით შეთავაზა. ბოლოს ყველაფერი მშვიდობით დამთავრდა.

 

მოსკოვის ცენტრში ტაქსის მძღოლი მექსიკელი გულშემატკივრების ჯგუფში შევარდა. შვიდი ადამიანი დაშავდა.
ინციდენტის ვიდეოც კი გავრცელდა, სადაც ნათლად ჩანს, რომ მძღოლი მიმალვას შეეცადა. გამვლელებმა ის დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში მიაბრძანეს, სადაც ახალგაზრდა მამაკაცმა მომხდარი დაღლილობით ახსნა და განაცხადა, რომ საჭესთან ჩაეძინა. მინდოდა მუხრუჭის პედალზე დაჭერა და გაზს დავადგი ფეხი – ახსნა მძღოლმა, რომელიც 20 საათი გადაბმით მუშაობდა.

გულშემატკივარმა, რომელიც სანკტ-პეტერბურგში მაროკო-ირანის მატჩის სანახავად ჩავიდა, სწრაფი კვების ობიექტი „ტერემოკი“ გაამდიდრა.
რუსულის არმცოდნე ქომაგმა ჩაისა და ბლითზე მიუთითა, რაც 300 რუბლი ღირდა. მოლარემ ვერაფერი გააგებინა და მერე სალარო აპარატზე დაფიქსირებულ თანხაზე უბრალოდ მიუთითა. ფანმა 300 ევრო მისცა 300 რუბლის ნაცვლად. მოლარემ ფული აიღო და არ აცნობა კლიენტს, რომ ზედმეტს იხდიდა.
300 ევრო 21 759 რუბლია.

 

პრობლემა რუს გულშემატკივარსაც შეექმნა. მოსკოვის მცხოვრებმა გახსნის მატჩის ბილეთი 33 ათას რუბლად შეიძინა. მისი ადგილი „ლუჟნიკების“ 29-ე რიგში 27-ე ადგილი იყო, მაგრამ ადგილზე მისულმა მხოლოდ 25-ე და 26-ე ადგილები აღმოაჩინა.
ქომაგმა სტიუარდებს მიმართა, რომლებმაც აუხსნეს, რომ მისი ადგილის აშენება ვერ მოესწრო. გულშემატკივარს შეთავაზეს გასასვლელში დამდგარიყო და ისე ეყურებინა. მაინც რუსეთია რა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები