LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ხდება, როდესაც “საიდუმლო სანტა” ბილ გეითსია

208

შეეგუეთ, სავარაუდოდ, საიდუმლო სანტა წელს იმედს გაგიცრუებთ, რადგან ის ბილ გეითსი არ არის.

„რედიტის“ მომხმარებელი, სახელად ეირიქსი წერს, რომ მსოფლიოს ყველაზე მდიდარმა ადამიანმა გასულ კვირას საჩუქრები გაუგზავნა – ბილ გეითსი  „რედიტის“ საშუალებით ეირიქსის საიდუმლო სანტა გახდა.

საჩუქრები არაჩვეულებრივი იყო, ამის შესახებ ადრესატმა სოციალურ ქსელში დაწერა. უზარმაზარი ყუთის გახსნის შემდეგ ეირიქსმა ბილ გეითსის ფოტო დაინახა და მიხვდა, რომ ძალიან იღბლიანი აღმოჩნდა.

„მაიკროსოფტის“ დამაარსებელმა და ფილანტროპისტმა სანტას როლი არაჩვეულებრივად მოირგო. ეირიქსმა „რედიტის“ გვერდზე მიუთითა, რომ ძალიან უყვარს ვიდეოთამაშები და „ზელდას ლეგენდა“. როგორც ჩანს, გეითსმა ინფორმაცია ყურადღებით წაიკითხა და ეირიქსმა საჩუქრად მიიღო :

 

ზელდას ხელთათმანები მისთვის და მისი ძაღლისთვის

 

 

Xbox One, „მაინკრაფტის“ გამოცემა, სამი უსადენო კონტროლერით

 

 

ჰარი პოტერის ჩუსტები

 

კულინარიის წიგნი

 

„ზელდას ლეგენდას“ ხმალი

 

 

და ფოტოშოპით დამზადებული სურათი, რომელზეც ეირიქსი ქმართან და ბილ გეითსთან ერთად არის „გადაღებული“

 

 

ამით საჩუქრები არ დასრულებულა. გეითსმა მისი სახელით code.org-ზე თანხაც გადარიცხა, რომლითაც სტუდენტებს კომპიუტერული მეცნიერებების შესწავლაში ეხმარებიან.

„ძალიან გამიხარდა, რადგან ჩემი ქმარი პროგრამისტია და ძმას კომპიუტერულ მეცნიერებაში ხარისხი აქვს დაცული,“ – დაწერა ეირიქსმა.

 

ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ბილ გეითსმა „საიდუმლო სანტას“ როლი მოირგო, იგი 2013 წლის შობიდან  ჩაერთო რედიტის „თამაშში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები