LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ხდება უშგულში – „ალბათ ამასაც ამოგვიგდებენ მალე ბაგრატის მერე იუნესკოდან…“

106

„ფეისბუქ“-მომხმარებელი ირაკლი ჟვანია ავრცელებს ფოტოებს უშგულიდან და პოსტს, საიდანაც ირკვევა, რომ უშგულში, რომელიც იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შესული, განუკითხაობა სუფევს.

ირაკლი აღნიშნავს:

„ეს ხდება უშგულში. დაემსგავსა აქაურობაც ბაკურიანს და ქობულეთს. უშგული არის იუნესკოს ძეგლი. ორი წელია შენობის პროექტს ვათანხმებ ძეგლთა დაცვის სააგენტოში, მესამე ვარიანტი დავამუშავეთ ძალიან ფრთხილად, დეტალური კვლევით, მასალების მოძიებით, ტრადიციული არქიტექტურის შესწავლით, მივედით მისაღებ ეტაპზე და ახლა იუნესკოში ვგზავნი შეფასებისთვის. ადგილობრივ დამკვეთსაც უნდა რომ ააშენოს კულტურული მემკვიდრეობის მიხედვით, სახელმწიფო და საერთაშორისო კანონის დაცვით, ადგილის, ისტორიის და მომავლის პატივისცემით. ესეთი არის ერთი ან ორი. დანარჩენი გამგეობის დონის ნებართვასაც არ თვლის საჭიროდ და ეს ყველაფერი უპროექტო, უნებართვო და უკანონოა. გამკითხავიც არავინ არის სახელმწიფოს მხრიდან, ყური შეიბერტყოს და პასუხი მოჰკითხოს. სადღეგრძელოები იცოცხლე ისმება. აი, ეს ვართ. აი, ეს მოსდის ღარიბი ეკონომიკის სუსტ სახელმწიფოს ანგარებიანი და უკულტურო საზოგადოებით, რომელიც არაფერს დაგიდევს ოღონდ ქართულ ლუდში ტურისტს ოთხი ლარი გადაახდევინოს და ლამარიას ხედზე ბლოკის ჯოჯო და კოკა კოლის ქოლგები ჩათხაროს. ალბათ ამასაც ამოგვიგდებენ მალე ბაგრატის მერე იუნესკოდან, აღარავის ენდომება აქ ჩამოსვლა და დავუტოვოთ თაობებ„ს ბაზრის დარეგულირებული მემკვიდრეობა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები