LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რა ლოგიკით შევიწყალო მიხეილ სააკაშვილი?!”

76

“რა ლოგიკით შევიწყალო მიხეილ სააკაშვილი?!” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პროკურატურა და სასამართლო ვერ არკვევს საქმის ძირითად, სამართლებრივ არსს და საქართველოს პრეზიდენტი მათ შეცდომებს შეწყალებით ვერ გამოასწორებს. მარგველაშვილის განცხადებითვე, შეწყალება ემოციურ მიდგომებზეა დამოკიდებული, თუმცა, იმ სისტემის შემხედვარეს, რომელიც, მისი თქმით, სააკაშვილმა შექმნა და დღესაც წარმატებით მუშაობს, სააკაშვილის მიმართ ემოციები არ აქვს.

“რა ლოგიკით შევიწყალო მიხეილ სააკაშვილი?! პროკურატურას ვერ გაურკვევია, ბრალი როგორ უნდა წაუყენოს, როგორ ჩამოაყალიბოს გამოძიება, მოსამართლეს ვერ გაურკვევია ზღვარი შეწყალების მუხლის არაკანონიერ გამოყენებას, შეთქმულებასა თუ ქრთამს შორის და საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდეს და შეწყალებით გაასწოროს შეცდომები?!

შეწყალება არის წყალობა, სხვა ადამიანისთვის ანგარიშის გაწევა, სხვა ადამიანის შეცოდების აქტი და მე, დღეს, როდესაც ამ რეალობის წინაშე ვარ, სააკაშვილის მიმართ მიჩნდება ემოცია?!

სააკაშვილის სისტემამ მოკლა გირგვლიანი, მისმა სისტემამ დამალა დანაშაული, მისმა სისტემამ შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს სტრასბურგში… მე მქონდეს განცდა, რომ სააკაშვილია დაჩაგრული?! სააკაშვილის სისტემა ყვავის ამ შემთხვევაში”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები