LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა მდგომარეობაშია ლიკანში რომანოვების ისტორიული სასახლის მიმდებარე ტერიტორია  (ფოტოები)

366

„გადაუვლია ცალკე ბალახს და ცალკე მსახვრალს“ – იზო ჩუბინიძე ასეთი სათაურით ლიკანში, რომანოვების ცნობილ და ულამაზეს სასახლესთან მიმავალი გზის ფოტოებს აქვეყნებს, რომელიც, დაგვეთანხმებით, ძალიან მოუვლელია და არცთუ კარგად გამოიყურება.

როგორც travelinborjomi.ge წერს, რომანოვების სასახლე, რომელიც მეოთხე სამმართველოდ მოიხსენიება, მეცხრამეტე საუკუნის პერიოდს განეკუთვნება. ამ ადგილას უწინ პურის კალო ყოფილა. მიხეილ რომანოვის ვაჟს საზაფხულო რეზიდენციად ლიკანში აღნიშნული ტერიტორია მოსწონებია. ნიკოლოზ რომანოვის ბრძანებით, სასახლე 1892-95 წლებში არქიტექტორმა ლეონტინ ბენუამ ააშენა. რეზიდენცია შემდგომში ტურისტთა დასასვენებელ ადგილად იქცა. საბჭოთა პერიოდში სასახლეს სხვადასხვა ქვეყნიდან უამრავი ტურისტი სტუმრობდა. აღსანიშნავია ისიც, რომ აქ პერიოდულად ისვენებდა იოსებ სტალინიც.

სასახლეში დაცულია უნიკალური ექსპონატები, მათ შორისაა ნაპოლეონის მიერ რომანოვებისათვის ნაჩუქარი მაგიდა, ირანის შაჰის მიერ ნაჩუქარი სავარძელი, პირადად რუსეთის იმპერატორ პეტრე პირველის ხელით კაკლის ხის ფესვებისაგან დამზადებული ისტორიული მაგიდა. სასახლეში არსებული თითქმის ყველა ნივთი ანტიკვარულია.

ცენტრალური შესასვლელის თაღში მოთავსებულია ფაიფურის თუთიყუში, რომელიც კარების გაღებისთანავე იწყებდა მოძრაობას, თითქოს ესალმებოდა შემომსვლელ სტუმარს. ეს დაკავშირებული იყო ჰაერის ჭავლთან.

საბილიარდო ოთახში კვლავ არსებობს რომანოვების დროინდელი ბილიარდი, ოთახში არსებულ რუსულ ღუმელზე იტალიური მწვანე კერემიკით გამოხატულია ცხოველები, რომლებიც ბინადრობენ ბორჯომის ხეობაში.

ასევე დაცულია რომანოვის კაბინეტი, რომელშიც შემდგომში სტალინი მუშაობდა. ამ კაბინეტშია ორი ისტორიული ლურსმანი, რამდენადაც ორივე სტალინის მიერ არის დაჭედებული. ერთი საწერ მაგიდაზე ქუდისათვის და მეორე კედელზე კიტელის დასაკიდად. ეს კაბინეტი ბუხრით, განლაგებული ავეჯით და მოზაიკური ჭერით აღმოსავლურ სტილშია გადაწყვეტილი.

სასახლის მეორე სართულზე არსებობს ე. წ. “პეპლებიანი” საძინებელი. ისტორია კი ასეთია: რომანოვს ჰყოლია კოლექციონერები, რომლებიც იჭერდნენ პეპლებს ბორჯომის ტერიტორიაზე. ერთ–ერთს მოსვლია აზრად ოთახი მოეხატა ამ პეპლების ანალოგიური დასურათებებით, რადგან ყველა მათგანი განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. ამავე ოთახში არის იმდროინდელი ორმხრივი სავარძელი, რომელსაც გაბუტული შეყვარებულების სავარძელი ჰქვია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები