LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა მეორე ტურები, რა 2020 წლისთვის მზადება, ბრძოლის მეთოდები შესაცვლელია – ჩიორა თაქთაქიშვილი

394

“პოლიტიკური სიბეცეა, ფიქრობდე, რომ ამ რეალობაში, რუსეთით, კრიმინალებით ზურგგამაგრებული ოლიგარქის და კორუფციაში ჩაფლული, დეგრადირებული სახელმწიფო სტრუქტურების პირობებში, აქ ოდესმე იქნება თანასწორი პირობები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად,” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი, ჩიორა თაქთაქიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.

ჩიორა თაქთაქიშვილს მიაჩნია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არსებულ ვითარებას მარტო შეცვლის და თანამოაზრეებმა პრობლემის გადაწყვეტის გზებზე ერთად უნდა იმსჯელონ.

“წესით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არ უნდა ყოფილიყო საჭირო ამის გასაგებად. ეს რეალობაა ქვეყანაში მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში არჩევნებში გამარჯვებულმა გუნდმა მთავარი პოლიტიკური ოპონენტის განადგურება უმთავრეს სახელმწიფოებრივ ამოცანად გამოაცხადა. თუმცა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!

“რადიკალურადაა შესაცვლელი ბრძოლის მეთოდები. რა მეორე ტურები, რა 2020 წლის არჩევნებისთვის მზადება?!  ხვალიდანვე უნდა დავიწყოთ გადაწყობა კრიმინალურად, შიშით და ფულით წართმეული ჩვენი და ჩვენი თანამოქალაქეების თავისუფლების დასაცავად! ეს მხოლოდ ერთი პარტიის, ან ჯგუფის საქმე არაა და არც სადღეგრძელოს სმა და გულზე მჯიღის ცემაა საკმარისი! ამიტომ ყველა, ვისაც მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ იცხოვროს თავისუფალ, დამოუკიდებელ სახელმწიფოში და არ არის თანახმა, ფულით და შიშით მანიპულირებულ საჯარო მოსამსახურეებს მიანდოს საკუთარი ბედის გადაწყვეტა, შ ე ვ ი კ რ ი ბ ო თ !

“ფაქტია, რომ ენმ – რუსეთის, ოლიგარქის, კრიმინალების და სახელმწიფოს მხირდან 5-წლიანი უწყვეტი დევნის პირობებში – დღეს ვერ არის იმ ფორმაში, რომ მარტომ შეცვალოს ეს რეალობა. რეალობა კი უმძიმესია!შემოგვიერთდით! გავერთიანდეთ ყველა განათლებული, პატრიოტი, პატიოსანი, თავისუფლების და თანასწორობის ფასის მცოდნე მოქალაქე! ჩვენ ძალიან ძლიერი ძალა ვართ! რომელსაც წინ ვერავინ დაუდგება! მთავარია, არ “ვიგრუზინოთ”, არ ვიზარმაცოთ, ერთმანეთს ცხვირი არ ავუბზუოთ! ვ ი ე ვ რ ო პ ე ლ ო თ ! სხვას არ დაველოდოთ! ჩვენ თვითონ დავორგანიზდეთ, გამოვიყენოთ ის ცოდნის კაპიტალი, რომელიც გვაქვს! ვიმსჯელოთ, მოვიფიქროთ, მოვიძიოთ რესურსები, შემოვიერთოთ თანამოაზრეები, დავგეგმოთ, და მიზანსაც აუცილებლად მივაღწევთ.
Resist – > Ally – > Attack -> Win!” – წერს ჩიორა თაქთაქიშვილი.

https://www.facebook.com/chiora.taktakishvili/posts/10154915951700718

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები