LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა მესიჯი მისწერა მაგდა პაპიძემ ოთარ ბერძენიშვილს

360

ფერაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ პოლიციას ოთარ ბერძენიშვილმა აცნობა, ამის შესახებ „პრაიმ ტაიმს“ მაგდა პაპიძის დამ, ლანა პაპიძემ განუცხადა. გამოცემის ინფორმაციით, ბრალდებულის ოჯახი ეჭვობს, რომ მკვლელობაში მაგდა პაპიძის მეგობარი, ოთარ ბერძენიშვილია გარეული. ლანა პაპიძე უარყოფს, რომ მაგდამ მკვლელობის შესახებ ბერძენიშვილს მესიჯით აცნობა.

„პრაიმ ტაიმის“ ინფორმაციით, ამჟამად ბერძენიშვილი ქალაქში არ იმყოფება და იგი, სავარაუდოდ, სვანეთში, მონასტერშია. არ არის გამორიცხული, პროკურატურას იგი მოწმეთა დაცვის პროგრამაში ჰყავდეს ჩასმული, რომ მასზე ზეწოლა არ განხორციელდეს.

„როდესაც დედაჩემმა პროკურატურაში იკითხა, მკვლელობის შესახებ ვინ შეგატყობინათო, უპასუხეს, ოთარ ბერძენიშვილმაო. საიდან უნდა შეეტყო ბერძენიშვილს ამ მკვლელობის შესახებ? თუმცა ეს მესიჯი რომ ბუნებაში არსებობდეს, პროკურატურა მას ხომ არ დამალავდა მტკიცებულებათა გავლის დროს? წარმოდგენილ მტკიცებულებებს შორის ასეთი არაფერი ყოფილა. პროკურატურა ამ მტკიცებულებას იმ შემთხვევაში ვერ წარმოადგენდა, თუ მესიჯი წაშლილია და დანიშნულია ბერძენიშვილის ტელეფონის ექსპერტიზა“, – განაცხადა ლანა პაპიძემ.

ბრალდებულის და, ამასთან, ამბობს, რომ როდესაც მაგდა პაპიძემ საკუთარი შვილი უგონო მდგომარეობაში ნახა, „ლანცეტში“ წაიყვანა.

-როდესაც მაგდამ ბავშვი ნახა ქუჩაში, უგონოდ, რა გააკეთა?“

ის ამბობს, რომ ბავში სუნთქავდაო. მანქანაში რომ ჩავსვი, თვალიც გაახილაო.

-მანქანაში რისთვის ჩასვა?

-საავადმყოფოში წაიყვანა

-რომელ საავადმყოფოში?

-„ლანცეტში“. იქ კამერის ჩანაწერიც არსებობს, რომ შეჰყავთ ბავშვი.

-ვისთან შეიყვანა? რომელმა ექიმმა ნახა ბავშვი? იქ გარდაიცვალა ბავშვი?

-იქ მერე გული წაუვიდა მაგდას

-მერე? როცა გონებაზე მოვიდა? რა ხდებოდა?

-მერე უკვე თავისი სახლის ეზოში იყო… აღარ ახსოვს, რა მოხდა…

-ამბობთ, რომ თქვენ თვითონ ატარებთ გამოძიებას პროკურატურის კვალდაკვალ. „ლანცეტში“ არ მისულხართ? არ გიკითხავთ, რომელიმე ექიმმა ნახა თუ არა ბავშვი?

-არა, არ მივსულვარ. მე სახაჭაპურეში ვიყავი…

-გინდათ, ერთად წავიდეთ და გავიგოთ ამ დეტალების შესახებ?

-არც კი მახსოვს, ვინ მითხრა ამ „ლანცეტის“ შესახებ…

-გამომძიებელმა გითხრათ? კამერის ჩანაწერი ნახეთ?

-არა, გამომძიებელმა არა… ვერ ვიხსენებ, ვინ მითხრა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები