LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა მისწერა გარდაცვალებამდე ჯიმ ქერის ყოფილმა მეგობარმა გოგონამ

315

ჯიმ ქერის ყოფილი მეგობარი გოგოს, კატრიონა უაიტის გარდაცვალების საქმეში ახალი დეტალები გამოვლინდა. გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატმა აღმოაჩინა წერილი, რომელიც გოგონამ ჯიმს 2013 წელს მისწერა. მასში ის ადანაშაულებს მსახიობს, რომ მან ის ნარკოტიკებზე დამოკიდებული გახადა და ცხოვრება დაუნგრია.

„მიყვარდა სიცოცხლე, თავდაჯერებული ვიყავი საკუთარ თავში, თავს კომფორტულად ვგრძნობდი და ვამაყობდი იმ გადაწყვეტილებების უმეტესობით, რაც ცხოვრებაში მიმიღია. შენ მე კოკაინი, მეძავები, ფსიქიკური პრობლემები და ავადამყოფობები გამაცანი“, – წერია წერილში. კატრიონა ასევე წერს, რომ ქერიმ მას ჰერპესი და პაპილომავირუსი გადასდო. ის აღიარებს, რომ ჯიმმა მას ბევრი კარგი გაუკეთა, თუმცა დაუნგრია ფსიქიკა.

შენ ჩემთვის კარგ საქმეებს აკეთებდი, თუმცა საბოლოოდ ჩემი პიროვნება გატეხე, ჯიმ. მე შენ მიყვარხარ და ვაკეთებ ყველაფერს, რაც გინდა. მაგრამ შენ მე მიმატოვე და ამ საქციელით გაანადგურე ყველაფერი, რაც ჩემგან დარჩა“, – ნათქვამია შეტყობინებაში.

შეგახსენებთ, რომ კატრიონა 2015 წელს, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მიზეზად წამლის ზედოზირება დასახელდა. გოგონას ოჯახი მიიჩნევს, რომ კატრიონას თვითმკვლელობაში დამანაშავე სწორედ ქერია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები