LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა მნიშვნელობა აქვს აშშ–ში ქართული ეკლესიის მშენებლობას

361

სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები სათვისტომოებს ქმნიან, რისი მეშვეობითაც სამშობლოსთან კავშირს არასოდეს ჰკარგავენ.  მორწმუნე ადამიანისთვის საკუთარ ენაზე წირვა-ლოცვის მოსმენა ძალიან მნიშვნელოვანია.

საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შექმნილია ეპარქიები, სადაც ღვთისმსახურება ქართულად აღევლინება.

ამ ეტაპზე საზოგადოების მხარდაჭერა და დახმარება სან-ფრანცისკოში და მის შემოგარენში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებსა და იქ მოღვაწე ქართული ეკლესიის მღვდელმსახურებს სჭირდებათ.

ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის ეპარქიაში დადგენილია კიდევ ერთი,  ივერიის ყოვლადწმინდა ღვისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის მშენებლობა. თუმცა ტაძრის მშენებლობის დაწყება  დამოკიდებულია ტერიტორიის შეძენისა და მშენებლობის დასაწყებად საჭირო თანხის შეგროვებაზე.

5
ახალი ტაძრის მშენებლობისთის არსებულ საჭიროებებზე რადიო „ფორტუნა“, ამერიკაში მოღვაწე ქართველ მღვდელმსახურებს, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსს, მეუფე საბას (ინწკირველი) და მღვდელომონაზონ ექვთიმეს (ხარაძე) ესაუბრა.

როგორც მეუფე საბამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, უცხოეთში ქართული ტაძრების არსებობას ემიგრანტებისთვის განსაკუთრებითი, გაორმაგებული მნიშვნელობა აქვს. ეკლესია იქ სულიერებასთან ერთად, ზრუნავს, ემიგრაციაში დაბადებულ ბავშვებს ქართული ენა შეუნარჩუნოს,  სამშობლოს სიყვარული ასწავლოს.

ამასთან, როგორც მეუფემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეკლესიებს გარკვეული საგანმანათლებლო ფუნქციაც აქვს, ვინაიდან ტაძრის აგებასთან ერთად იქვე ფუძნდება სამრევლო სკოლები, სადაც ემიგრაციაში დაბადებული ბავშვები ქართულ ენას, ისტორიას, სიმღერასა და ცეკვას ეუფლებიან.

მღვდელმონაზონ ექვთიმეს თქმით, მათ დროებით დაუთმეს ტაძარი, სადაც, ამ ეტაპზე, სან-ფრანცისკოში და მის ახლოს მცხოვრები ქართველი მრევლი ლოცულობს, ამიტომაცაა საჭირო ახალი, ქართული ტაძრის აშენება.

54მამა ექვთიმეს განმარტებით, სან-ფრანცისკოში გაცილებით ძვირია მიწის შესყიდვა, სადაც ახალი ეკლესია აშენდება. ეპარქიას იურიდიული მხარე უკვე მოგვარებული აქვს, ოფიციალურად არის რეგისტრირებული, ბანკში კი გახსნილია ორი ანგარიში – მიმდინარე და დანაზოგის ანგარიში, რომელსაც კონკრეტული მიზნობრივი მნიშვნელობა ქვს და ამ ანგარიშზე შესული თანხა უშუალოდ ეკლესიის მშენებლობას უნდა მოხმარდეს.

სურვილის შემთხვევაში, ქვემოთ მითითებულ ანგარიშებზე შესაძლებელია ნებისმიერი თანხის ჩარიცხვა, ეს კი საშუალებას მისცემს ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიას, პირველ რიგში, შეისყიდოს ტაძრის ასაშენებლად საჭირო ტერიტორია და შემდეგ დაიწყოს  ივერიის ყოვლადწმინდა ღვისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის მშენებლობა.

Bank of America

CHECKING ACCOUNT

Business Foundamentaks Chk

3250 1883 4286

121000358

IVIRON ICON OF MOTHER OF GOD GEORGIAN APOSTOLIC ORTHODOX CHURCH OF NORTHERN CA

3283 DE LA CRUZ BLVD STE A

SANTA CLARA, CA 95052-2605

SAVINGS ACCOUNT

Business Inv Acct (basic savings)

3250 4350 7384

121000358

IVIRON ICON OF MOTHER OF GOD GEORGIAN APOSTOLIC ORTHODOX CHURCH OF NORTHERN CA 3283 DE LA CRUZ BLVD STE A

SANTA CLARA, CA 95052-2605

 

პოპულალურები