LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა მუსიკას უსმენენ ბარსელონას ფეხბურთელები

119

რა მუსიკას უსმენენ მესი, ნეიმარი, სუარესი, ინიესტა? რომელია „ბარსელონას“ ვარსკვლავების ფავორიტი სიმღერები? საინტერესოა, არა?

ალბათ ხშირად შეგიმჩნევიათ, რომ ფეხბურთელებს სხვადასხვა ვითარებაში, როდესაც სადღაც მიდიან, ყურსასმენი აქვთ ხოლმე ყურებში გაჩრილი და რაღაცას უსმენენ. ბუნებრივია, ყველა მისთვის საყვარელ სიმღერას უსმენს. „ბარსელონას“ საიტმა ეს ამბავი გამოიძია და ის მომღერლები გამოაშკარავა, რომელსაც „ბარსას“ ვარსკვლავები უპირატესობას ანიჭებენ.

მაიკლ ჯექსონი, ბრუნო მარსი, The Rolling Stones და Coldplay – ცნობილი ხალხია და ესენი სუპერფეხბურთელების გემოვნებასაც აკმაყოფილებენ.
გარდა ამისა, პიკე, რაკიტიჩი, მასკერანო თუ მისი სხვა თანაგუნდელები უსმენენ ხოაკინ საბინას (მომღერალი, პოეტი და მხატვარია), Estopa-ს (ესპანური როკ/რუმბა) და პოპმომღერალ Melendi-ის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები