LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ოპერაცია გაიკეთა გიორგი გაბუნიამ – „ვერ შევძელი მუშაობა…“

225

„არჩევანი“ და შაბათის „კურიერი“ გიორგი გაბუნიას მაგივრად, პაატა იაკობაშვილმა წაიყვანა. მაყურებელი დაინტერესდა, რატომ არ უძღვებოდა ამ გადაცემებს მისი ავტორი. როგორც გავარკვიეთ, ამისი მიზეზი ის არის, რომ გიორგიმ ოპერაცია გაიკეთა. ტელესახეს მეტი დეტალის გასაგებად დავუკავშირდით.

გიორგი, გავრცელდა ხმა, რომ თვალებზე ოპერაცია დაგჭირდათ…

გიორგი გაბუნია:

მართალია. ორივე თვალზე გავიკეთე ოპერაცია, ლაზერით, მხედველობის კორექცია. ამის გამო გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ შევძელი მუშაობა, რადგან განსაკუთრებით შემაწუხებდა სტუდიის განათება, ამიტომაც გადაცემები არ წამიყვანია, თუმცა „არჩევანის“ ეთერში სტუმრად ვიყავი. ზუსტად გადაცემის წინა დღეს გავიკეთე ოპერაცია.

ეთერს როდის დაუბრუნდებით?

ეთერში ამ კვირიდან დავბრუნდები.

სათვალის მოხსნას შეძლებთ?

მინუსი მქონდა და ლაზერით გავისწორე. სათვალე კიდევ ერთი თვე უნდა მეკეთოს. ზუსტად ერთ თვეში გამოჩნდება შედეგი. წესით, მომავალში სათვალე აღარ უნდა დამჭირდეს.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები