LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა პრობლემაა: დინამო ალექს გარსიას აბრუნებს

70

თბილისის „დინამოს“ ყოფილი მწვრთნელი ალექს გარსია მზადაა თბილისურ გუნდს კვლავ ჩაუდგეს სათავეში.

ესპანელი სპეციალისტი, ამბობს, რომ მან „დინამოდან“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაბრუნების შეთავაზება მიიღო.

 

– ვიღაცამ დამირეკა დინამოდან. უფრო სწორედ, არ ვიცი, ვინ ესაუბრა „დინამოდან“ ჩემს მენეჯერს ალბერტ ბოტინესს. ეს ჩემთვის სიურპრიზი იყო, რადგან „დინამოს“ მწვრთნელი მხოლოდ 6 თვეა მუშაობს.

– დაბრუნდებით დინამოში?

– „დინამოში დაბრუნების არავითარი პრობლემა არ მაქვს.

 
შეგახსენებთ, თბილისის „დინამო“ უკრაინელმა მწვრთნელმა, ვიაჩესლავ გროზნიმ, გუშინ, გვიან ღამით დატოვა. კლუბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, ნათქვამია, რომ ამის მიზეზი ოჯახური მდგომარეობა გახდა.

რაც შეეხება ალექს გარსიას, იგი „დინამოში“, 2011/2012 წლებში მუშაობდა და მთავარი მწვრთნელის პოსტზე სულ რაღაც 28 შეხვედრა ჩაატარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები