LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა პროექტს წარადგენს საქართველო ვენეციის ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაზე

70

„ცოცხალი ძაღლი მკვდარი ლომების გარემოცვაში“ – ეს ის პროექტია, რომელსაც საქართველოს სახელით ვენეციის ხელოვნების 57-ე საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენენ.

10 იანვარს, კულტურის სამინისტროში პრესკონფერენციაზე ვაჟიკო ჩაჩხიანმა, რომელიც პროექტის ავტორი გახლავთ, მის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„ცოცხალი ძაღლი მკვდარი ლომების გარემოცვაში“ – მსოფლიოში წამყვანი ქართველი და უცხოელი ექსპერტებისაგან შემდგარმა საკონკურსო კომისიამ 20 ნამუშევრიდან შეარჩია.

ვაჟიკო ჩაჩხიანის ინსტალაცია მიგვანიშნებს იმაზე, თუ რამდენად მძიმედ აწევს ადამიანს სოციალური, პოლიტიკური თუ ისტორიული გარემოებების ტვირთი, რომლებიც გავლენას ახდენს ცხოვრების შესახებ ადამიანთა წარმოდგენებზე.

პროექტის კურატორია – ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი – ჯულიან ჰეინენი, მწერალი, ის სპეციალიზდება თანამედროვე ხელოვნებაზე. 2003-2005 წლებში იყო გერმანიის ეროვნული პავილონის კურატორი ვენეციის ბიენალეზე, და 2008 წელს შანხაის ბიენალეს ერთ-ერთი კურატორი. ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს ბერლინში.

ვენეციის ბიენალე იტალიაში 2017 წლის 13 მაისიდან 26 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები