LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ქონებას ფლობს თბილისის მერის მოადგილე

144

თბილისის  მერის მოდგილეს, ილია ელოშვილს, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრობის, მოადგილოეობისა და თბილისის მერის მოადგილის პოსტზე მუშაობისას, გასულ წელს, საერთო ჯამში, ხელფასის სახით 85 865 ლარი აქვს აღებული. მის მეუღლეს, ირინე ლობჟანიძეს კი, რომელიც შპს „ევრაზია ექსპორტის“ ფინანსური კონსულტანტია, 11 808 ლარი.

ილია ელოშვილს ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, გასულ წელს იპოთეკური სესხის სახით გადახდილი აქვს 2090 დოლარი, ხოლო სამომხმარებლო სესხის სახით 9867 ლარი.

თბილისის მერის მოადგილეს 2017 წელს ბინის რემონტისთვის 42 000 ლარი დასჭირდა. ილია ელოშვილის საკუთრებაა 1997 წლის Toyota Forruner. მას ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

ილია ელოშვილს ქონებრივი დეკლარაცია 8 იანვარს აქვს შევსებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები