LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა რეაქცია ჰქონდა მელანია ტრამპს, როდესაც მოსწავლემ თეთრ სახლში წყალი დაღვარა (ვიდეო)

61

ამერიკის შეერთებული შტატების პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმა თეთრ სახლში სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. მან საშუალო სკოლის 13 მოსწავლე შეკრიბა რათა განეხილათ საკითხები, რომლებიც მოზარდებს აღელვებდათ.

მელანიას ხელმარცხნივ და ხელმარჯვნივ ორი დაფა იყო. მან მოსწავლეებს სთხოვა, თავიანი გრძნობების შესახებ სწორედ დაფაზე დაეწერათ. როდესაც ერთმა ბიჭმა წერა დაასრულა, ის პატარა მაგიდას დაეჯახა, რომელზეც წყლის ჭიქა იდო და წყალი დაღვარა.

მოსწავლე შეწუხდა, მაგრამ ის პირველმა ლედიმ გაამხნევა. მელანია მას მიუახლოვდა და უთხრა: “ეს პრობლემა არაა და არ ღირს ნერვიულობად. ეს უბრალოდ წყალია, ნუ განიცდი!”

მოგვიანებით ის შეხვედრას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. “”მადლობა თითოეულ მათგანს, რომ ფიქრები და გრძნობები გამიზიარეთ. თითოეულ მათგანს მოვუსმინე და დარწმუნებული ვარ, რომ ერთად ყოფნით სამყაროს უკეთესობისკენ შევცვლით,”- დაწერა მელანიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები