LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა როლი აქვს ადგილობრივ ბიზნესს?

118

„დამზადებულია საქართველოში“ – ამ სათაურით 15 დეკემბერს, ტექნოლოგიურ პარკში Business Georgia-ს ორგანიზებით გაიმართება ბიზნეს ფორუმი.
როგორც ”ფორტუნას” Business Georgia-დან აცნობეს, შერჩეული თემატიკა ზუსტად უპასუხებს იმ გამოწვევებს, რაც ადგილობრივი მწარმოებლების საქმიანობას ახლავს და ფართო კონტექსტში თანაბრად მნიშვნელოვანია სხვადასხვა ტიპის ბიზნესისათვის.

მათივე ცნობით, დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება, სიღრმისეული ინფორმაცია მიიღოს და პასუხი გასცეს ყველა მნიშვნელოვან კითხვას, რომელიც გაამარტივებს ადგილობრივი ბიზნესის როლის სწორად აღქმას და შეფასებას ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების კუთხით, ისევე როგორც ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს შექმნის თვალსაზრისით.

”თემები, რომელთა განხილვა უშუალოდ აღნიშნული გარემოს მაფორმირებელი მხარეების – სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურების მიერ მოხდება, მოიცავს შემდეგს: ქართული პროდუქცია ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე: წარმოების სპექტრი, პროდუქტის კონკურენტუნარიანობა – ხარისხი და საერთაშორისო სტანდარტები, ქვეყნის პოტენციალი წარმოების სფეროების მიხედვით, დაკარგული ეკონომიკური ღირებულება, ანუ სარგებელი, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკა იმპორტის მოცულობის მაღალ დონეზე შენარჩუნებით კარგავს, სავაჭრო ურთიერთობები, როგორც დამატებითი შესაძლებლობა და მისი გავლენა ექსპორტ-იმპორტზე, ქართული ბრენდების წარმატების ისტორიები.

სერვისებისა და პროდუქტების წარმოება საქართველოში, გამოწვევები და შესაძლებლობები: საქართველოს პოტენციალი სერვისებისა და პროდუქტების წრმოებაში, ხელისშემშლელი ფაქტორები მწარმოებლებისათვის და მთავრობის ინიციატივები მათ მხარდასაჭერად, სტარტ-აპების წარმატების ინდექსის განმსაზღვრელი ფაქტორები – იდეა & კრეატივი, ტექნოლოგიური გარემო, ფინანსური რესურსები, საბანკო სექტორის როლი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და სტიმულირების პროგრამები”, – აღნიშნეს Business Georgia-ში.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ თემებზე სასაუბროდ მოწვეული იქნება როგორც შესაბამისი სამთავრობო უწყებები, ასევე კომერციული და საერთაშორისო სექტორები, მეწარმეები და სტარტაპები, ინვესტორები, ფინანსური ინსტიტუტების, მედიისა და სავაჭრო პალატების ხელმძღვანელები, რომლებიც უშუალოდ წარმოადგენენ გადაწყვეტილების მიმღებ ორგანიზაციებსა და პირებს ეფექტური ბიზნეს გარემოს ფორმირებისა და მისი შემდგომი განვითარების პროცესში. დამსწრე საზოგადოების რანგში მოწვეული იქნება 300-მდე სტუმარი. მათ შორის იქნებიან მთავრობის წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების ხელმძღვანელები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სავაჭრო პალატების, ფინანსური ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, უცხოელი ინვესტორები და მედიის წარმომადგენლები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები