LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა საათები უკეთიათ პრემიერლიგის მწვრთნელებს (ფოტო)

273

The Sun-მა ინგლისის ჩემპიონატიდან, მწვრთნელების ძვირადღირებული საათების რეიტინგი გამოაქვეყნა.

პრემიერლიგაში მონაწილე გუნდების საუკეთესო მწვრთნელების საათების ღირებულების საშუალო მაჩვენებელი 3 ათასიდან 15 ათას ფუნტ სტერლინგამდე მერყეობს.

ყველაზე ძვირადღირებული საათის მფლობელი „მანჩესტერ სითის” დამრიგებელი პეპე გვარდიოლაა. მის ხელს Richard Mille RM 004 All Gray-ის 150 ათას ფუნტ სტერლინგად შეფასებული საათი ამშვენებს.

მეორე ადგილი Hublot Big Bang Gold Ceramic-ის 25,2 ათასი ფუნტის ღირებულების აქსესუარის ფლობისთვის ”კრისტალ პალასის” მწვრთნელს, როი ჰოჯსონს ერგო.

ყველაზე იაფფასიანი Casio G-Shock Alarm Chronograph-ის 100 ფუნტიანი საათი ”ჰადერსფილდის” მწვრთნელს დევიდ ვაგნერს აღმოაჩნდა.

იაფფასიანი საათების მოყვარულთა სიაში მოხვდა ” ბორნმუთის” მწვრთნელი ედი ჰოუც, Apple Watch Series 3-ის 329 ფუნტიანი საათით.

 

რამდენიმე ყველაზე ცნობილი სპეციალისტის საათებს და ფასებს აგერ ფოტოებიდან შეიტყობთ:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები