LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა საფრთხეს მოუტანს საქართველოს ყარაბაღის კონფლიქტი?

46

სიტუაციის დრამატიზება სწორი არ იქნება, ვინაიდან კონფლიქტი არ გადაზრდილა ფართომასშტაბიან მოქმედებებში, ამის შესახებ ”საქართველოს რეფორმების ასოციაციის” ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ვითარება იმდენად ფეთქებადსაშიშია, რომ სრულმასშტაბიან ომში გადაზრდის საფრთხე არსებობს.

”თუ ყარაბაღის კონფლიქტში რუსეთი და თურქეთი ჩაერია, საქართველო ძალიან ფრთხილად უნდა მოიქცეს, ვინაიდან შეიძლება არსებობდეს  ამ კონფლიქტის ჩვენთან გადმოსვლის საფრთხე. ამ ეტაპზე, უნდა ვიყოთ პრაგმატულები და ყველა მხარეს მოვუწოდოთ, გამოიჩინონ თავშეკავებულობა, რათა დაპირისპირება არ გადაიზარდოს სისხლისღვრაში. ჩვენ შეგვიძლია, სომხეთსა და აზერბაიჯანს, ჩვენი ტერიტორია შევთავაზოთ მოლაპარაკებებისთვის. ასევე  საერთაშორისო დამკვირვებლებს შევთავაზოთ, ჩვენი ტერიტორია გამოიყენონ კონფლიქტზე დასაკვირვებლად” – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

რაც ეხება კითხვას, უნდა დაუთმოს თუ არა საქართველომ თავისი ტერიტორია რუსეთს ან თურქეთს, დაპირისპირებული მხარეების დასახმარებლად, სამხედრო ტექნიკის კორიდორისათვის, ”საქართველოს რეფორმების ასოციაციის” ხელმძღვანელი პასუხობს, რომ ამაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს, თუმცა კაპანაძე აქვე განმარტავს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მიერ ფეხის კიდევ უფრო მეტად მოკიდება დაუშვებელია.

”რუსეთის სამხედრო ტექნიკისათვის საქართველოს ტერიტორიის როგორც კორიდორის გამოყენება, უნდა იყოს წითელი ხაზი და ყველამ უნდა გაიგოს, რომ არ განიხილება. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა არ უინდა შეილახოს. რუსეთთან დროებით მოდალობაზე საუბარს, შეიძლება გრძელვადიანი და გამოუსწორებელი შედეგები მოყვეს” – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები