LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა საფრთხეს უქმნის რუსული პროპაგანდა საქართველოს?

71

თუ ხელისფლება არ იბრძოლებს რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ, მხოლოდ საკუთარი ძალებითა და დემოკრატიის იმედით ვერ მოვერევით, ამის შესახებ ”საქართველოს რეფორმების ასოციაციის” ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. კაპანაძემ შეაფასა აშშ-ს ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის სიტყვით გამოსვლა, სადაც ჯეიმს კლაპერმა აღნიშნა, რომ საქართველომ რუსეთის ზეწოლის პირობებში, შესაძლოა, დასავლური ორიენტაცია შეიცვალოს.

”ის საფრთხეები, რაზეც კლაპერმა გაამახვილა ყურადღება, ძალიან რეალურია, ვინაიდან ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც მხარს უჭერენ ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას, რაც ნათლად აჩვენებს იმას, რომ  რუსეთის მხრიდან პროპაგანდა მეტნაკლებად არის წარმატებული. ის შეფასება რაც ამერიკის სადაზვერვო სამსახურმა გააკეთა, ასახავს იმ რეალობას, რაც მივიღეთ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში” – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

”საქართველოს რეფორმების ასოციაციის” ხელმძღვანელის აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება წინ აღუდგეს რუსულ პროპაგანდას. კაპანაძის თქმით, მთავრობამ არ უნდა შეეწყოს ხელი ისეთ მედიაგამოცემებს, რომლებიც ღიად აფიქსირებენ რუსულ მესიჯებს და ამისათვის იყენებენ როგორც ბეჭდურ პროდუქტს ასევე ღია ეთერს.

”პროპაგანდის ერთერთ ეფექტურ ინსტრუმენტს,  რუსეთი იყენებს არაქართულენოვანი მოსახლეობის მიმართ, რომლებიც ჩვენი მოქალაქეები არიან, მაგრამ ქართულ ენას კარგად არ ფლობენ და ინფორმაციას იღებენ რუსულ ენაზე. ეს სერიოზული პრობლემაა, ვინაიდან ისინი მხოლოდ ოფოციალურ რუსულ არხებს უსმენენ, რასაც მხოლოდ ქართული ტელეარხები ვერ უწევენ წინააღმდეგობას. მნიშვნელიოვანია, ხელისუფლებას ქონდეს რუსულენოვანი ტელევიზია, რათა გასაგებ ენაზე მივაწოდოთ გზავნილები საქართველოს მოსახლეობის ამ ნაწილს. საქართველოში იყო რუსულენოვანი ტელევიზია, თუმცა ხელისუფლებამ ის დახურა” –  განაცხადა სერგი კაპანაძემ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები