LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა სახელებს არქმევენ დიდ ბრიტანეთში მშობლები

1295

დიდ ბრიტანეთში მშობლები შვილებს   ყველაზე წარმატებული და პოპულარული ადამიანების სახელებს არქმევენ. მათ შორისაა ერთ-ერთი აღიარებული შოუს “სამეფო კარის თამაშების” პერსონაჟის სახელი. ინფორმაციას ამის შესახებ  BBC ავრცელებს.

მაგალითად, 2016 წელს 69 გოგოს დაარქვეს ქალისი (Khaleesi). BBC წერს, რომ პირველად ეს სახელი წყვილმა შვილს 2011 წელს დაარქვა.

რეიტინგის მიხედვით, ამელი ოლივიამ შეცვალა და სიის სათავეში მოექცა, ბიჭების შემთხვევაში კი უილიამმა პირველობა მუჰამედს დაუთმო.

პოპულარობით სარგებლობს დევიდ და ვიქტორია ბექჰემების მიერ ქალიშვილისთვის დარქმეული სახელი “ჰარპერი”.

ინგლისსა და უელსში ჯერ კიდევ პოპულარულია ბიჭის სახელები “ოლივერი”, ასევე “ჰარი”. ბიჭის პოპულარული სახელები რეიტინგის მიხედვით კი ასეთია: ოლივერი, ჰარი, ჯორჯი, ჯეკი, ჯეიკობი, ნოა, ჩარლი, მუჰამედი, თომასი, ოსკარი.

გოგოს პოპულარული სახელები რეიტინგის მიხედვით ასე გამოიყურება: ოლივია, ამელი, ემილი, ისლა, ავა, იზაბელა, ლილი, ჯესიკა, ელა, მია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები