LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შანსი აქვს განახლებულ ”ოცნებას” არჩევნებზე?

107

”ქართულ ოცნებას” განახლების სურვილი ჰქონდა, მაგრამ არ გამოუვიდათ, ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა, რადიო ”ფორტუნას” პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, პოლიტიკური პროცესი ისე მიდის, რომ  სახელებსა და გვარებს  მნიშვნელობა არ აქვს.

”ქართული ოცნების” ელიტა ისევ ივანიშვილის რესურსებზე პარაზიტირებით აპირებს ხელისუფლებაში დარჩენას, არ ცდილობს ახალი ლიდერებისა და სახეების გამოკვეთას. მათ ჰქონდათ განახლების სურვილები, იძახეს ჰარვარდი და ასე შემდეგ, მაგრამ როგორც ჩანს არ გამოუვიდათ. სცადეს ეფაფხურათ, მაგრამ არ გამოუვიდათ. ივანიშვილის ხარჯზე სურთ ხელისუფლებაზე დასკუპება” – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგს უჭირს პროგნოზირება, გამარჯვების შემთხვევაში, შეძლებენ თუ არა ”ქართული ოცნების” მიერ წარდგენილი კანდიდატები საკანონმდებლო საქმიანობით თავის გამოჩენას.

”კლასიკურ ქართულ ოჯახს შევადარებ ”ქართულ ოცნებაში” არსებულ ვითარებას. 40 წლის თინეიჯერები ხომ გინახავთ, სულ ბირჟაზე რომ არიან, ლუდს სვამენ და მამიკო ინახავს, იმიტომ რომ  სამსახურშიც მოაწყო მამიკომ, მაგრამ ცხოვრება მაინც ვერ ისწავლა და არ ივარგა. ასეა ”ოცნების” პოლიტიკოსების საქმეც” – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

პოპულალურები