LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შეცვალა პრეზიდენტის ვეტომ?

79

მისასალმებელია, რომ პრეზიდენტმა ვენეციის კომისიის ის რეკომენდაცია მაიცნ გაიზიარა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების ვადას ეხებოდა, ამის შესახებ ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტმა, გიორგი გოცირიძემ, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. საქმე ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონს, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით, პარლამენტს უკან გადაუგზავნა.

”კარგია, რომ პრეზიდენტი დაეთანხმა ვენეციის კომისიას და გაიზიარა შენიშვნა, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, უფლებამოსილების ვადის ბოლო სამი თვის განმავლობაში, აღარ ექნება უფლება, რომ საქმეები განიხილოს. რაც ეხება მთავარ და ყველაზე მნიშვნელოვან რეკომენდაციებს, ის გათვალისწინებული არ არის” – განაცხადა გიორგი გოცირიძემ.

”საია”-ს იურისტი მიიჩნევს, რომ გაუგებარია, რატომ ჩაიწერა კანონში კონკრეტული ნორმის შეჩერების რთული პროცედურა, როდესაც შესაძლებელია, რომ უფრო მარტივი ფორმით იმსჯელოს საკონსტიტუციო სასამართლომ და შეაჩეროს კანონის კონკრეტული ნორმა, თუ ის კონკრეტული ადამიანის უფლებებს არღვევს.

”საერთოდ არ გაიზიარა ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, რომელიც ეხება ნორმის შეჩერებას, ეს არის 32-ე პუნქტი, სადაც ვენეციის კომისია ამბობს, რომ გაუგებარი და არალოგიკურია, რატომ უნდა გადასცეს 4 წევრისაგან შემდგარმა კოლეგიამ 9-წევრიან პლენუმს კონკრეტული საქმე შუალედური გადაწყვეტილების მისაღებად, მაშინ როცა თავად კოლეგიამ უნდა იმსჯელოს ნორმის შეჩერების საკითხზე და გაუგებარია, რატომ უნდა იყოს გამოყენებული ასეთი რთული პროცედურა” – განაცხადა გიორგი გოცირიძემ.

მას შემდეგ, რაც პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის საკითხზე იმსჯელებს, სამოქალაქო სექტორი საჩივარს საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები