LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს გამოძიება, მინდა სამძიმარი ვუთხრა თემირლან მაჩალიკაშვილი ოჯახს – პრემიერი

44

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე პანკისის სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.

 

„სამწუხაროა, რომ ვერ მოხერხდა ოეპრაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის  გადარჩენა, თუმცა სახელმწიფომ და ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს მისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად. რა  შედეგითაც არ უნდა დასრულდეს გამოძიება მე მინდა სამძიმარი ვუთხარა მის ოჯახს. და ასევე ჩემი პატივისცემა დავუდასტურო ჩვენს ქისტს თანამემამულეებს,“- კვირიკაშვილმა.

 

მისი თქმით, ტეროზრიზმი გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის და ჩვენი სახელმწიფოც ყველაფერს აკეთებს ამისთვის.

 

„როცა ამ გამოწვევასთან  ბრძოლა საკუთარ ქვეყანაში გიწევს, მით უფრო  როცა საკითხი ეხება ჩვენს მოაქლეეებს, არის ძალიან მგრძნობიარე და საფრთხილო. ჩვენმა სპეცსამსახურებმა ჩაატარეს რამდენიმე სპეცოპერაცია და სწორედ ტერორისტული საფრთხეების თავიდან აცილებას ეხებოდა თითოეული მათგანი. ამ ოპერაციებს შეეწრრა ჩვენი სპეცსასამსახურების ერთი თანამშრომელი, დაგვეჭრა 4. ეს ბიჭები საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ ჩვენს უსაფრთხოებას. მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ პირველ რიგში არის ხელისუფლების ინტერესები, რომ პროკურატურის ობიექტურმა და ეფექტიანმა გამოძიებამ  საზოგადოებაში არსებულ  ყველა შეკითხვას მოკლე დროში გასცეს პასუხები.  ამიტომაც დღეს ამ ვიტარებაში წინასწარი განცხადებები თუ წინასწარი დასკვების გაკეთება აზიანებს სახელმწიფო ინტერესებს,“ – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

გარდა ამისა, გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტს 2018 წლის პირველ მთავრობის სხდომაზე წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია წლევანდელი საინტერესო გეგმები აღსრულდეს და მოქალაქეების მოლოდინები გამართლდეს.