LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შემთხვევაში გავა საქართველო პლეი-ოფში და იქ ვის შეხვდება

71

საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტზე მეორე მატჩი მოიგო, თანაც ძალიან პრინციპული მასპინძელ ისრაელთან. ამ გამარჯვებით მერვედფინალისკენ მიმავალი გზა გამოჩნდა, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არაფერია.

რა შემთხვევაში გავა საქართველო პლეი-ოფში და იქ სად მოვხვდებით?

მერვედფინალში მოსახვედრად პირდაპირი გზა დღეს იტალიის ნაკრების დამარცხებაზე გადის. ამ შემთხვევაში B ჯგუფს მესამე პოზიციაზე დავასრულებთ და A ჯგუფში მეორე ადგილზე გასულთან მოგვიწევს მეოთხედფინალისთვის თამაში.

ჯგუფში მეოთხე, ასევე პლეი ოფში გამსვლელ ადგილზე საბოლოოდ იმ შემთხვევაში დავიმკვიდრებთ, თუკი “სკუადრა აძურასთან” წავაგებთ, უმოტივაციოდ დარჩენილი ისრაელი კი უკრაინას მოუგებს.
უკრაინა კი სტამბოლში ჩვენი იტალიასთან მარცხისა და ტურნირის მასპინძლების დამარცხების შემთხვევაში გაემგზავრება.
იტალიას პლეი ოფი გარანტირებული აქვს (უკრაინაც დამარცხებული ჰყავს და ისრაელიც, ამიტომ თანაბარი ქულების შემთხვევაში ორივეზე წინ აღმოჩნდება) და ბოლო საასპარეზო დღე გაარკვევს, მესინას გუნდი საბოლოოდ მესამეზე დამკვიდრდება თუ მეოთხეზე.

ერთი სიტყვით, საქართველო პლეი ოფში მესამე ან მეოთხე პოზიციით გავა და სტამბოლში მერვედფინალში ამ სამეულიდან – სლოვენია, საფრანგეთი, ფინეთი – ერთ-ერთთან მოუწევს შებმა. ამ სამ გუნდს პლეი ოფი და მინიმუმ მესამე ადგილი გარანტირებული აქვს, საბოლოო ადგილები კი დღეს ჰელსინკში ჩასატარებელი ორთაბრძოლების შემდეგ გადანაწილდება.

ჩვენი ჯგუფის გამარჯვებულს რაც შეეხება, ამას ლიტვისა და გერმანიის მატჩი გამოავლენს.

შეგახსენებთ, დღეს საქართველო-იტალია თბილისის დროით 18:30 საათზეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები