LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა სიახლეებს გეგმავს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო 2017 წელს

103

 

2017 წლის განმავლობაში  ბაგა-ბაღებში ფსიქოლოგების , ლოგოპედების და სპეც პედაგოგების გადამზადება მოხდება. როგორც „ფორტუნას“ თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, თემურ თორდინავამ განუცხადა, 2015 წლიდან სააგენტომ დაიწყო ამ თემის კვლევა. ” საჯარო ბაღების დიდ ნაწილში აღნიშნული შტატები არ იყო, თუმცა მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან ყველა საბავშვო ბაღს დაემატა, გარდა ამისა, არის 2 ახალი სახელმძღვანელო, რომლის მიხედვითაც საბავშვო ბაღებში ბავშვებთან მუშაობა მიმდინარეობს. ჩვენი მიზანია საერთაშორისო დონის საბავშვო ბაღების ჩამოყალიბება, ამიტომ 2017 წელს მოხდება ფსიქოლოგების , ლოგოპედების და სპეც პედაგოგების გადამზადება“, – განაცხადა თორდინავამ.

მთლიანობაში გადამზადდება 220-230 ადამიანი. ასევე მოხდება სააგენტოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

რაც შეეხება 2017 წლის სხვა გეგმებს,  თბილისის მასშტაბით 10-მდე ახალი ბაღის მშენებლობა დასრულდება, მომავალ წელს დედაქალაქში 8 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობის დაწყება იგეგმება, რაც ნაწილობრივ მოხსნის ახალ სასწავლო წელს საბავშვო ბაგა-ბაღებში ბავშვების რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებულ პრობლემას.

ამასთან, 2017 წლის ბიუჯეტით დაგეგმილია  35-მდე საბავშვო ბაგა-ბაღში პანდუსის მოწყობა, ახალი საბავშვო ბაგა-ბაღების და მოქმედ ბაღებში დამატებული ჯგუფების ვიდეო-სამეთვალყურეო კამერებით აღჭურვა, ასევე მოქმედ საბავშვო ბაღებში აუთვისებელი ფართების გარემონტების გზით  ჯგუფების დამატება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები