LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა სიმაღლეზე ახტა „მომზადებული“ რონალდო, რომელსაც ყველა ტაშს უკრავს

312

ჯიჯი ბუფონმა ძალიან ლამაზად მიულოცა რონალდოს და ის პელეს და მარადონას შეადარა.

როგორც ჩანს, ტურინში ინტელიგენტი ხალხი ცხოვრობს. ტრიბუნების ღირსებას, რომლებიც რონალდოს საოცარ მაკრატელას ფეხზე დგომით უკრავდნენ ტაშს, ბუფონიც დაემატა (პორტუგალიელმა პუბლიკას დაფასებისთვის მადლობა გადაუხადა).

ლეგენდარულმა მეკარემ რონალდოს წარმატება ღიმილით მიიღო და მიულოცა კიდეც ძველ ნაცნობს, რომელსაც მისთვის უკვე 9 გოლი აქვს შეგდებული.

გარდა ამისა, საჯაროდაც შეაქო: „ის უმაღლესი კლასის მოთამაშეა, რომელიც ფენომენალურ შედეგებს აღწევს. ის და მესი პელეს და მარადონას გვერდით დგანან“.

 

 

ცნობილი გახდა თუ რა სიმაღლეზე ახტა რონალდო ისტორიული გოლის გატანისას.
პორტუგალიელმა ბურთი 2.23 მეტრის სიმაღლიდან დაარტყა. თუმცა ეს მისი რეკორდი არ არის. 2013 წელს კრიშტიმ „მანჩესტერს“ ლიგაზე 2.93 მეტრიდან გაუტანა.
რონალდოს სიმაღლე 1.87 მეტრია.

საინტერესო რა არის, იცით: რონალდომ ასეთივე მაკრატელა მატჩისწინა ვარჯიშზე შეასრულა. ეტყობა, ემზადებოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები