LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა სიმპტომებით ვლინდება მშობიარობის შემდგომი დეპრესია და რა გამოსავალი არსებობს – სპეციალისტის რეკომენდაციები

1889

გადაცემის ლაივი LIVE

ბოლო დროს სოციალური ქსელებსა და ფორუმებზე ხშირად წააწყდებით კითხვას მშობიარობის შემდგომი დეპრესიის შესახებ. სამწუხაროდ საზოაგდიოებაში ამ თემაზე ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა. მაგალითად რა მაპროვოცირებელი ფაქტორები უწყობს ხელს დეპრესიის ფონის გაღვივებას, არსებიბს თუ არა წინასწარ მისგან დაცვის საშუალება, რა სიმპტომებით ვლინდება ის, უკავშირდება თუ არა ორსულობის მართვის დროს დაშვებულ შეცდომებს და რა გამოსავალი არსებობს ამ დროს –  ამ და სხვა საინტერესო თემებზე ნატა ხარაშვილის სავტორო გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ექიმმა ფსიქოთერაპევტმა თეონა გომართელმა ისაუბრა.

რა არის დეპრესია და რა ძირითადი სიმპტომებით ვლინდება ის?

ძალიან საინტერესო თემა ამოატივტივეთ. თითქოს ძალიან პოპულარული საკითხია, მაგრამ ბევრმა ახალნამშობიარებმა დედამ არ იცის ბევრი დეტალი. სტრესი და დეპრესია დიდ კავშირშია ერთმანეთთან, სტრესი ამწვავებს დეპრესიას. ბევრი დედა ვერ მიჯნავს, რა არის სტრესი და რა დეპრესია. მშობიარობის შემდგომი სტრესი baby blues-ის სახელით მოიხსენიება. ბევრი ცნობილი ადამიანი თამამად საუბრობს ამ თემაზე. დახლოებით ქალთა 70-80%-ს აქვს მშობიარობის შემდგომის სტრესი. ეს 4-6 კვირა გრძელდება. სიმპტომები შემდეგია: გუნება-განწყობის შეცვლა, უხასიათობა, მოუსვენრობის შეგრძნება და ა.შ. ეს ყველაფერი მედიკამენტოზური ჩარევის გარეშე 4-6 კვირის შემდეგ გაივლის და რაიმე სახის მკურნალობა არ სჭირდება. დიდ პრობლემას წარმოადგენს დეპრესია, რომელიც რთული ფორმის არის.

შესაძლოა თუ არა ორსულობის მართვის დროს დაშვებულმა შეცდომამ განაპირობოს შემდგომი დეპრესია და კავშირშია თუ არა სტრესისა თუ დეპრესიის განვითარებასთან ის ფაქტორი, როგორ მოევლინება პატარა ქვეყანას?

სხვადასხვა კვლევების მიხედვით, ამბობენ, რომ ის ჩვილები, რომლებიც ფიზიოლოგიურად იბადებიან, სტრესის მიმართ უფრო მდგრადები არიან. ისინი ისტრესებიან, მაგრამ ეტაპობრივად, დინამიკაში გადიან სტრესის ეტაპებს. როდესაც ადგილზე რაიმე პრობლემა შეიქმნება და მეანი გადაწყვეტს, რომ საკეისრო კვეთა ჩაატაროს, ეს დედისთვის სტრესული ხდება, რაც შესაძლოა შემდგომი დეპრესიის განვითარების მაპროვოცირებელი იყოს.

დედები, რომლებსაც აქვთ სტრესის, ან დეპრესიის სიმპტომები, ინტერსდებიან, ხომ არ უკავშირდება ეს შეცვლილი ცხოვრების წესს, მაგალითად უძილო ღამეებს და ა.შ. ამწვავებს თუ არა დეპრესიას ეს ფაქტორები?

დეპრესია ორ-სამ დღეში არ იწყება. დეპრესიას გარკვეული წინაპირობა აქვს. ჩვენ არ ვიცით მაგალითად, დედის ბავშვობისდროინდელი პერიოდი. არიან დეპრესიისადმი უფრო მეტად მიდრეკილი ე.წ. ჯგუფები. მაგალითად, როდესაც ქორწინება ადრეულ ასაკში ხდება, თუ  დედები, ან პირველი რიგის ნათესავები არიან დეპრესიისკენ მიდრეკილნი, ან თუ სოციალურად შეჭირვებული ოჯახიდან არის და ა.შ. სპეციალისტის დროული ჩარევა აუცილებლად აგვარიდებს თავიდან დეპრესიას. საჭიროა ოჯახის წევრებისგან მაქსიმალური მხარდაჭერა.

თუ ჩვენ არ მივმართეთ სპეციალისტს, შეიძლება თუ არა ეს სიმპტომები თავისით ალაგდეს?

ძალიან ხშირად დეპრესიის სიმპტომებს დედა უძილო ღამეებსა და გადაღლილობას აბრალებს. თუკი მოხდება ოჯახის დაგეგმვა წინასწარ, სხვადასხვა სპეციალისტის გუნდური მუშაობა და ოჯახისგან მხარდაჭერა, მაქსიმალურად იქნება აცილებული მშობიარობის შემდგომი დეპრესია.

აქვს თუ არა მნიშვნელობა, რომელი ორსულობაა?

შესაძლებელია მშობიარობის შემდგომი დეპრესია განვითარდეს როგორც პირველი მშობიარობისას, ისე ყოველი მომდევნო ბავშვის გაჩენის შემდეგ. ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.

გულისხმობს თუ არა შფოთვითი აშლილობა იმას, რომ აუცილებლად საჭიროა სპეციალისტის ჩარევა?

უნდა გავმიჯნოთ: თუ ადამიანი რაიმე საფრთხის წინაშე დგას, შფოთვა აქ ბუნებრივია. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი კარგად არის, წესით არ აქვს სანერვიულო და მაინც არსებობოს შფოთვა. ჩემი სუბიექტური აზრით, დროული დიაგნოსტიკა და სპეციალისტის ჩარევა ყველანაირ გართულებას აგვარიდებს.

მშობიარობის შემდგომი დეპრესია შესაძლოა გამოვლინდეს მამაკაცებშიც, რა ფორმით ხდება ეს?

ბევრი კვლევა ტარდება სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით. რეალურად, მამაკაცებშიც იგივე ჩივილებია: განწყობის შეცვლა, შფოთვითი აშლილობა, საერთოს სისუსტე და ა.შ. მამაკაცებს დეპრესია პირველი შვილის გაჩენის შემდეგ ემართებათ ძირითადად. როდესაც დედა ანაწილებს ყურადღებას მეუღლესა დ შვილს შორის, სწორედ ამ დროს ეწყება მამაკაცს სტრესის ნიშნები. საქართველოში მამაკაცები ამას ნაკლებად გამოხატავენ და ესეც თავისთავად ართულებს მდგომარეობას. გარკვეული კვლევები მამაკაცებში ჰორმონალურ ცვლილებებსაც აფიქსირებენ. გულწრფელი საუბარი ყოველთვის დადებითი შედეგის მომტანია, ამიტომ უმჯობესია, ქალმაც და მამაკაცმაც ისაუბროს თავის პრობლემაზე.

როდესაც დედა ცუდ განწყობაზეა, ხდება აგრესიული, არ აქვს მზაობა, იზრუნოს ბავშვზე… ნებისმიერი ემოცია გადადის ახალშობილზე. შესაძლოა თუ არა დეპრესიული განწყობაც აისახოს ჩვილზე?

განწყობა ყოველთვის აისახება ბავშვზე. დედა უნდა ეცადოს, რომ ბავშვს თავისი განწყობა არ დაანახოს და იყოს პოზიტიური. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის წევრების მხრიდან მხარდაჭერა.

თქვენ აღნიშნეთ, რომ დეპრესია რამდენიმე დღეში არ იწყება და ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ დედის წარსულის სხვადასხვა ეტაპი. განსაკუთრებით გოგონების დედებმა რა ფაქტორები უნდა გავითვალისწინოთ აღზრდის პროცესში, რომ მომავალში დეპრესიული განწყობა არ მივიღოთ?

არის შემთხვევები როდესაც ქალი ითხოვს საკეისრო კვეთას. როდესაც მიზეზის გარკვევა ხდება, მომავალი დედა ამბობს, რომ რთული მშობიარობა ჰქონდა მის დედას და არ უნდა რომ იგივე განიცადოს. მეან-გინეკოლოგს ამ დროს ძალიან დიდი როლი აქვს, შესაძლოა აღზრდის პროცესში დაშვებული შეცდომებიც კი მას დაბრალდეს.

რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს დედამ, რომ სიმპტომების აღმოჩენისას, თავად მოერიოს ამ პრობლემას? როგორი ცხოვრების წესი უნდა აირჩიოს და ა.შ.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ სიმპტომებს: განწყობის ცვლილება, კონცენტრაციის დარღვევა, სისუსტე, შფოთვითი აშლილობა, პანიკური შეტევა, მარტო დარჩენის შიში, ძილისა და კვების რეჟიმის დარღვევები და ფიქრები სუიციდზე – ეს ყველაფერი დეპრესიის არსებობაზე მიუთითებს.

რომელი უფრო მარტივად მართვადია – სტრესი თუ დეპრესია?

სტრესი უფრო მარტივად იმართება. გაიდლაინის მიხედვით, იმ ადამიანებში, ვინც სტრესი გადაიტანა, 6 თვის შემდეგ 6-ჯერ უფრო ხშირად ვლინდება დეპრესია დანარჩენ ადამიანებთან შედარებით.

რა უნდა გააკეთოს დედამ და როგორ შეიძლება მას დაეხმაროს ოჯახის წევრი?

ოჯახისგან და ახლობლებისგან საჭიროა მაქსიმალური მხარდაჭერა. ქალმა ფოკუსირება ისეთ შეგრძნებებზე უნდა მოახდინოს, რაც მას წინათ სიამოვნებას ანიჭებდა. ქალის ყურადღება პოზიტიურზე უნდა იყოს ფოკუსირებული. ცნობილ ადამიანებში საკმაოდ მიღებული პრაქტიკაა, როდესაც ერთიანებდებიან გარკვეულ სოციუმში და ღიად საუბრობენ სიმპტომებზე, მათ მდგომარეობაზე და ა.შ. ეს ყველაფერი ახალბედა დედებს ძალიან შველით. ის, რომ ერთნაირი სიმპტომები რამდენიმე ადამიანს აღენიშნება და შეუძლიათ ერთმანეთს აზრები გაუზიარონ, ეს გარკვეულად უკვე თერაპიაა.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები