LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა სისტემით ჩატარდება 2024 წლის არჩევნები, “ქართული ოცნების” გადასაწყვეტი აღარ იქნება – ლევან თარხნიშვილი

148

“ეს არის მორიგ ჯერზე ქართული და არა მხოლოდ ქართული საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა,” – ასე აფასებენ “ევროპულ საქართველოში” საკონსტიტუციო რეფორმებთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, განცხადებას.

როგორც “ფორტუნასთან” ლევან თარხნიშვილი აღნიშნავს, მმართველი გუნდი ცდილობს, ხელისუფლება სწორედ არსებული საარჩევნო სისტემის მეშვეობით შეინარჩუნოს.

“პრინციპული მოთხოვნა იყო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა 2020 წელს და ამას ბლოკების ერთჯერადად შემოღების საკითხი ნამდვილად ვერ ჩაანაცვლებს და ვერ შექმნის კონსენსუსის და დიალოგის ილუზიას, ხოლო რა სისტემით ჩატარდება არჩევნები 2020 წლის არჩევნების შემდეგ, ეს ნამდვილად აღარ იქნება “ქართული ოცნების” გადასაწყვეტი იმიტომ, რომ ასეთ ვითარებაში საქართველოს მოსახლეობა 2020 წელს დაამთავრებს ამ ხელისუფლებას. რაც შეეხება ამ ვითომ დათმობებს, ეს არ შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რომელსაც ქართული პოლიტიკური სპექტრი, არასამთავრობო სექტორი ითხოვდა და რაზეც საუბრობდა საერთაშორისო საზოგადოება,” – განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

ირაკლი კობახიძის განცხადების თანახმად, სადაც საპარლამენტო უმრავლესობის პოზიციაა ასახული, პროპორციული სისტემა 2024 წელს ბონუსის გარეშე ამოქმედდება, 2020 წელს კი ბლოკები ერთჯერადად დარჩება.