LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა სიურპრიზებს პირდება ბიგ-ბენდი სტუდენტებს

87

Ardaidardo.Ge

თბილისის მერიის თანადგომით, “ბიგ-ბენდი” კონცერტების სერიას იწყებს. პირველი კონცერტი 12 სექტემბერს გაიმართება თავართქილაძის უნივერსიტეტში, შემდეგ 19 სექტემბერს ანდრია პირველწოდებულში და 23 სექტემბერს შავი ზღვის უნივერსიტეტში დასრულდება.


“ბიგ-ბენდის საჩუქარი სტუდენტებს” პროექტის ფარგლებში თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრს სხვადასხვა უნივერსიტეტები უმასპინძლებენ.

უკვე ათი წელია, რაც კოლექტივი არ არღვევს სტუდენტთა გახალისების ტრადიციას. ბენდი 1997 წელს დაარსდა, ჟანრობრივად ჯაზსა და სოულს აერთიანებს და დაკომპლექტებულია ცნობილი ქართველი მუსიკოსებით. მათ შორის არიან: თაკო გაჩეჩილაძე, მაია ბარათაშვილი, მარიკო ებრალიძე, ალეკო ბერძენიშვილი და ბორის ბედია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები