LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ”სიურპრიზი” ელოდება ”ოცნებასა” და ”ნაციონალებს” არჩევნებზე?

29

მაჟორიტარების რაოდენობა საკმაოდ დიდია, ამიტომ ზოგიერთ ოლქში, მეორე ტურის ჩატარება გახდება საჭირო, ამის შესახებ პოლიტიკურმა ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა, რადიო ”ფორტუნას” პირდაპირ ეთერში განაცხადა. ხუხაშვილი არ გამორიცხავს, რომ პირველივე ტურში, რომელიმე სხვა პარტიის წარმომადგენელმა გაიმარჯვოს და არა მმართველმა გუნდმა.

”იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ პირველ ტურში რომელიმე სხვა პარტიის წარმომადგენელმა მოიგოს. დღევანდელი გადმოსახედიდან, ”ქართულ ოცნებას” აქვს უპირატესობა, თუმცა 50%-იანი ბარიერი, შეიძლება, გახდეს პრობლემატური” – განაცხადა ხუხაშვილმა.

რაც ეხება კითხვას, რომელ პარტიას აქვს არჩევნებში გამარჯვების მეტი ალბათობა, ექსპერტი პასუხობს, რომ ეს დამოკიდებული იქნება კონკრეტულ რეგიონებსა და რაიონებზე. მისივე თქმით, ამომრჩეველთა ნახევარი საკუთარი არჩევანის იდენტიფიცირებას ვერ ახდენს ვერცერთ პარტიასთან.

”ამომრჩევლების ნაწილი მიიჩნევს, რომ მათ ჰყავთ ცუდი ხელისუფლება და უარესი ოპოზიცია ”ნაციონალური მოძრაობის” სახით. სულ იმაზეა საუბარი, რომ მეორე ტურში ერთმანეთს ”ნაციონალები” და ”ოცნება” შეხვდებიან, მაგრამ, მაჟორიტარების შემთხვევაში, შესაძლოა, ორივე პარტია დარჩეს თამაშგარე, რაც ორივე მხარისათვის სიურპრიზი იქნება” – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები