LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა სიურპრიზი მოუწყო ნათია ფანჯიკიძეს დაბადების დღეზე ირაკლი ალასანიამ?

465

ირაკლი ალასანიას და ნათია ფანჯიკიძის ოჯახში, არჩევნებში დამარცხების მიუხედავად, ნამდვილად ბედნიერი პერიოდი დგას. მათ ოჯახში სასიამოვნო მოვლენა მოხდა, ცნობილ წყვილს შვილიშვილი შეეძინა. პატარა გოგონა, ბებიას დაბადების დღემდე, რამდენიმე დღით ადრე მოევლინა ქვეყანას. დღეს კი ირაკლი ალასანიას მეუღლე, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე იუბილარია, ის 45 წლის გახდა. ნათია ფანჯიკიძემ, საკუთარი დაბადების დღე ერთ-ერთ რესტორანში, მეგობრებთან ერთად აღნიშნა და საკუთარი ემოციები „ფეისბუქის“ მეგობრებსაც გააცნო.

„დავიბადე!!! ორმოცდამეხუთეჯერ და ჩვეული ენთუზიაზმით!!!
მალადეც შენ, ასე რომ გიხარიაო, ღმერთმა და შვილიშვილი მაჩუქა!!! არჩევნებშიგავიმარჯვე, – ირაკლი მოვიგე!!! ჩემი ბაღი ყვავის და ჩემი მეგობრები ჩემთან არიან.
მეტი რა ვქნა ერთ შემოდგომაზე, ერთმა ჩიტოსანმა ქალმა?“-დაწერა ნათია ფანჯიკიძემ სოციალურ ქსელში.

ირაკლი ალასანიამ მეუღლეს დაბადების დღეზე, რესტორანში მიაკითხა და ულამაზესი ვარდები აჩუქა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები