LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა თანხა დახარჯა ”სოკარმა” საქართველოში?

145

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია ”სოკარის” მიერ უცხოეთში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობამ, 2017 წლის 1 იანვრისთვის, თითქმის ოთხ-ნახევარი მილიარდი დოლარი შეადგინა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ სააგენტო Trend-ი, კომპანიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც Trend-ი იუწყება, ინვესტიციების უდიდესი წილი – 3 მილიარდ დოლარზე მეტი თურქეთზე მოდის. შვეიცარიაში 415 მილიონია ჩადებული, საქართველოში კი – 386 მილიონ დოლარზე მეტი.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამ დროისათვის SOCAR 370-ზე მეტ ავტო გასამართ სადგურს მართავს შვეიცარიაში, საქართველოში, რუმინეთსა და უკრაინაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები