LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა თაობა მოდის

ყველა ქართველს პატარაობიდანვე უნერგავენ დიდებული წინაპრების პატივისცემას. და არა მარტო წინაპრების…

უფროსი თაობა ხელშეუხებელია, მხოლოდ იმის გამო, რომ ასაკით უფროსია…

მათი გათვალისწინება, ნათქვამის კითხვების გარეშე, ჭეშმარიტებად მიღება, ზრდილობიანი ახალგაზრდის სტატუსის დამკვიდრებისთვის აუცილებელია.

თუმცა ახალგაზრდებსაც აქვთ კითხვები, განსხვავებული მოსაზრებები და საკმაოდ საინტერესო პასუხები.

“ფორტუნა” დაინტერესდა რას ფიქრობს საქართველოს მომავალი, რა მიზნები აქვთ ახალგაზრდებს, რას ფიქრობენ ძველ თაობაზე და როგორია მათი პრიორიტეტები.

როგორც აღმოჩნდა, მათთვის განათლება ყველაზე მთავარი რამაა ცხოვრებაში, სწორედ განათლების მიღებაზე, ცოდნის გაღრმავებასა და შემდეგ კარიერული წინსვლის გზაზე ხედავენ ისინი წარმატებასაც და ბედნიერებას.

ისინი მიიჩნევენ, რომ თაობებს შორის, როგორც ყოველთვის განსხვავება ახლაც დიდია, თუმცა არა უარყოფითი.

“ფორტუნას” ახალგაზრდა რესპონდეტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ახალგაზრდები ახლა ორ ჯგუფად არიან გაყოფილები: ერთი ნაწილი განათლებისთვის ყველაფერს აკეთებს, მეორე კი არაფერს.

ჩვენი რესპოდენტები პირველ ჯგუფს მიეკუთვნებიან, თუმცა ამბობენ, რომ მეორე ჯგუფი გაცილებით დიდია…

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები