LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა თემებზე ისაუბრებს გიორგი მარგველაშვილი ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტთან

85

8 ივნისს  ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს, დონალდ ტუსკს შეხვდება. ინფორმაცია ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. შეხვედრა ადგილობრივი დროით 11:30 საათისთვის არის ჩანიშნული.

ამასთან, 6 ივნისს სტრასბურგში ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების საკითხს განიხილავს.  კომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოვა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.

როგორც ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი, შეხვედრაში ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანიც მიიღებს მონაწილეობას. საუბარი ასევე შეეხება საქართველოს ვიზალიბერალიზაციასა და მოახლოებულ საპარალამენტო არჩევნებს.

 

 

პოპულალურები