LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ტიპის ვირუსი ცირკულირებს საქართველოში და გვიშველის თუ არა აცრა

641

ზამთრის დადგომასთან ერთად მატულობს სეზონური ვირუსის შემთხვევები. პაციენტების უმეტესობას პირველი 48 საათის მანძილზე მაღალი ტემპერატურა აღენიშნებათ, ხშირია ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებიც.

როგორც „ფორტუნას“ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, საქართველოში AH3 ტიპის ვირუსი ცირკულირებს, რაც ჩვეულებრივი, სეზონური გრიპის ვირუსია.

„დაავადებულების რაოდენობა ჯდება აბსოლუტურად ნორმის ფარგლებში, რაც გრიპის სეზონური გავრცელებისთვის არის დამახასიათებელი.

გსული კვირას დაავადებულების რაოდენობამ იკლო, თუმცა პაციენტების ნაწილის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

ზუსტად თქმა, როდის იქნება პიკი, ძალიან რთულია. რეალურად, აქამდე ცირკულირებდა მხოლოდ AH3 ტიპის ვირუსი, თუმცა ამჟამად გამოჩნდა თანაცირკულაციაში B გრიპი, მომავალში როგორ იქნება, რა ვირუსები წამოვა წინასწარ, პროგნოზირება რთულია. თუ მხოლოდ H3-მა განაგრძო ცირკულაცია და B-ს თანაცირკულაცია არ გამოდგა ძალიან აქტიური, ამ შემთხვევაში – პიკი გადავლილია, თუმცა ჰოსპიტალიზაცია მომავალ კვირაშიც გახდება საჭირო,“ – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა.

იცავს თუ არა მოსახლეობას გრიპისგან ვაქცინა

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს იმუნიზაციის სამსახურის ხელმძღვანელი რიტა ფაჩუაშვილი „ფორტუნასთან“ აცხადებს, რომ ვაქცინაცია საკმაოდ ეფექტურია.

ყოველწლიურად შტამი შექმნილი არის იმის მიხედვით, თუ რა ვირუსი არის მოსალოდნელი დედამიწის სხვადასხვა ნახევარსფეროში. ჩვენთან შემოსული ვაქცინა, სწორედ, გათვალისწინებულია იმ შტამების მიხედვით, რომელიც იყო მოსალოდნელი, ამიტომ საკმაოდ ეფექტურად დაიცავს პაციენტებს.

გვიანი აცრა წლის არცერთ სეზონზე არ არის, ყოველთვის შეიძლება, მითუმეტეს – გრიპის წინააღმდეგ იმუნიტეტი 2 კვირაში ყალიბდება,“ – აცხადებს ფაჩუაშვილი.

 

თინათინ კაკიაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები