LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უდევს სომეხ ოპოზიციონერთა ლიდერს ზურგჩანთაში

65

სომეხი ოპოზიციონერი ნიკოლ ფაშინიანი, რომელიც რამდენიმე კვირაა ხელმძღვანელობს საპროტესტო აქციებს მთელი სომხეთის მასშტაბით, ყოველთვის ზურგჩანთით დადის. მედია დაინტერესდა, თუ რა დაჰქონდა პოლიტიკოსს განსაკუთრებული ჩანთაში და ამის გასაგებად ფაშინიანის მეუღლეს ანა აკოპიანს მიმართა.

“მის ზურგჩანთაში პირველი საჭიროებების ნივთებია. მათ შორის ტელეფონი, დამტენი, ქუდი, მზის სათვალეები, ხელსახოცები, სანტავიკი, წყალი და ქურთუკი”, – განაცხადა ფაშინიანის მეუღლემ.

ანა აკოპიანმა ასევე თქვა, რომ აქციების დაწყების დღიდან ფაშინიანი სახლში უკვე 18 დღეა არ ყოფილა.

ერევანში საპროტესტო აქციების მეთხუტმეტე დღეა. ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერმინისტრი სერჟ სარგსიანი თანამდებობიდან გადადგა. ამას წინ 11-დღიანი საპროტესტო აქციები უძღოდა, რომელშიც დემონსტრანტები სერჟ სარგსიანის ხელისუფლებიდან წასვლას მოითხოვდნენ. სარგსიანის ნაცვლად პრემიერმინისტრის მოვალეობას დროებით ვიცეპრემიერი კარენ კარაპეტიანი ასრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები