LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უნარ-ჩვევები უნდა ჰქონდეს სასკოლო ასაკის ბავშვს

166

6 წლის ბავშვი უკვე სკოლის მოსწავლეა და მას კონკრეტული უნარ-ჩვევები უნდა გააჩნდეს. რა უნდა იცოდეს და რისი გაკეთება უნდა შეეძლოს ბავშვს ამ ასაკში? ამის შესახებ edu.aris.ge წერს.

6 წლის ბავშვს უნდა შეეძლოს უცხო ადგილას ადაპტირება, მას გააჩნია ორიენტაციის უნარი, შეუძლია დროის განსაზღვრა, გეოგრაფიაში დაწყებითი ცოდნა გააჩნია, შეუძლია ზოგიერთი ქვეყნის დედაქალაქის დასახელება. მას  ასევე მიმდინარე მოვლენებში კავშირის პოვნაც შეუძლია. ამ ასაკის ბავშვს მოსმენილიდან საკუთარი დასკვნის გაკეთებაც უნდა შეეძლოს. სკოლის ასაკის ბავშვისთვის ელემენტარული მათემატიკური უნარ-ჩვევებიც აუცილებელია.

რა უნდა იცოდეს 6 წლის ბავშვმა გარე სამყაროზე?

ბავშვს უნდა შეეძლოს მის გარშემო არსებული საგნების დასახელება. აღწერით შეუძლია გამოიცნოს ნებისმიერი გავრცელებული საგანი, ცნობს ცხოველებისა და ფრინველების უმრავლესობას. ბავშვი უნდა განასხვავებდეს ხეებს, ბუჩქებს. ასევე უნდა იცოდეს კვირის დღეების, თვეებისა და წელიწადის დროების დასახელება.

6 წლის ბავშვს ყურადღების კონცენტრირება 20-25 წუთით შეუძლია. მას უკვე შეუძლია სინონიმების შერჩევაც.

დღეს მოქმედი რეგულაციით, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ანუ სწავლის დაწყებისთვის 6 წელი უკვე შესრულებული აქვთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები